
ვარსკვლავებად არ იბადებიან, ვარსკვლავებად მძიმე შრომის, მარცხისა და გამარჯვების შემდეგ ყალიბდებიან. ასე რომ თუ დღეს ვინმეს წარმატებია გვიხარია, აქედან მაინც უნდა ვისწავლოთ და ბოდიშს გიხდით, თუ ვინმეს, არ მოსწონს ჩემგან დარიგება, მაგრამ დიახ, უნდა ვისწავლოთ ამ ვარსკვლავებთან ერთად გაზრდა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 26 სექტემბრიდან უეფა-ს 2027 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო 3 შეხვედრას გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი 26 სექტემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. გუნდს, რომელიც 7 ტურის შემდეგ ჯგუფში 18 ქულით, გერმანიასთან ერთად ლიდერობს. ზოგადად, ამ შესარჩევში, ჩვენს 21-წლამდებს ცოტა იღბალიც აკლიათ, მსაჯების კეთილგანწყობასთან ერთად, თუმცა, ბერძნებთან გასვლით შეხვედრაში მარცხში, ალბათ, ეს ფაქტორები უფრო გამორიცხული იყო. ასე, რომ ახლა, 26 სექტემბერს, საშინაო კედლებში ბევრი გვექნება დასამტკიცებელი. თან „26", ხომ ჩვენი რიცხვია.
საბერძნეთის ნაკრებთან მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე გაყიდვაშია და მათი შეძენა ონლაინ შესაძლებელია (მიჰყევით ბმულს). ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია. რაც მთავარია, ამ ბიჭებს თქვენი, ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერა სჭირდება. თამაში კი, 26 სექტემბერს 19:00 საათზე დაიწყება.
ამ მატჩს შემდეგ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ჩრდ. ირლანდიაში გაემგზავრება, სადაც 1 ოქტომბერს ბალიამენაში ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა ქუთაისში ფრედ 1-1 დასრულდა.
სულ ბოლოს კი, ჩვენი გუნდი გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაში 6 ოქტომბერს, ბიელეფელდიში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელთანაც თბილისურ დაპირისპირებაში 0-2 დავმარცხდით.
საკვალიფიკაციო ეტაპის 9 ჯგუფიდან, ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა ჯგუფის გამარჯვებულები და სამი საუკეთესო მეორე ადგილოსანი გავა. დანარჩენი 6 მეორეადგილოსანი კი, 3 დარჩენილი საგზურისთვის გააგრძელებს ბრძოლას. სამი ტურით ადრე, ჩვენს ნაკრებს 9 ქულა აქვს და ჯგუფში მე-4 ადგილს იკავებს. შესაბამისად, სამივე შეხვედრის მოგებაში, ფლეი-ოფში მოხვედრის თეორიულ შანსსაც ინარჩუნებს.





ჩვენ







