ამ პლანეტაზე ერთიც რომ ფიქრობდეს, მისი მადლობელი ვარ
ამ პლანეტაზე ერთიც რომ ფიქრობდეს, მისი მადლობელი ვარ
09.09.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


„ოქროს ბურთის" (Ballon d'Or) ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიასთან ჩაწერილი ინტერვიუს ფრაგმენტი გამოაქვეყნა სადაც ქართველი ფეხბურთელი „ოქროს ბურთის" მოგების შანსებს აფასებს. „კვარა" რომელიც 30 ნომინანტს შორის არის მიიმჩნევს, რომ თავად ეს ფაქტიც კი, სიამაყის საბაბია.


გთავაზობთ, ამ ინტერვიუს თარგმანს:


-        როდესაც გეკითხებიან, შეგიძლიათ თუ არა მოიგოთ „ოქროს ბურთი" იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ გითამაშიათ, რას პასუხობთ?

-        არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემზეა დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც ამას წყვეტენ. თუმცა, ამ რბოლაში ასეთი დონის ფეხბურთელების გვერდით ყოფნა უკვე უდიდესი სიამოვნებაა. ცხოვრებაშიც და ფეხბურთშიც ყველაფრის მჯერა. სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ, პსჟ-ში და ამით ნამდვილად ვამაყობ.

-        „თუ იცით, რამდენჯერ მოხდა ისე, რომ „ოქროს ბურთის" გამარჯვებულს იმავე წელს მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია?

-        „არა, ნამდვილად არ ვიცი.

-        მხოლოდ ერთხელ.  1978 წელს კევინ კიგანის შემთხვევაში. ასე რომ, ეს შესაძლებელია.

-        ოკ

-        წარსულის ზოგიერთმა გამოჩენილმა ფეხბურთელმაც თქვა, რომ თქვენ მათი ფავორიტი იქნებოდით. ესენი იყვნენ მიშელ პლატინი და ტონი კროოსი...

-        დიახ, დიდი პატივია, როდესაც ასეთი ლეგენდარული ფეხბურთელები ამბობენ, რომ ამას ვიმსახურებ. უკვე სასიამოვნოა, როდესაც ვინმე, თუნდაც ერთი ადამიანი ამ პლანეტაზე ფიქრობს, რომ შენ ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჯილდოს იმსახურებ, უკვე რაღაცას ნიშნავს. ესე იგი ჩემს საქმეს სწორად ვაკეთებ და უბრალოდ მინდა, რომ იგივე დონეზე გავაგრძელო. ვნახოთ, რას მომცემს ცხოვრება. მე ყველაფრისთვის მზად ვარ.


შეგახსენებთ, რომ ხვიჩა გუშინ, ოფიციალურად წარადგინეს 2025-2026 წლების სეზონის „ოქროს ბურთის" ოფიციალურ 30 კაციან განაცხადში. საინტერესოა ის გარემოებაც და ამაზე ყურადღებას ქართული მედიის გარდა L'Équipe-ი, France Football-იც ამახვილებენ, ერთი საინტერესო დეტალია, რომელიც 1978 წელს დაფიქსირდა.  კევინ კიგანმა „ოქროს ბურთი" ისე მოიგო, რომ იმ წელს მის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია. ზოგადად, 2006 წლის შემდეგ, მსგავსი შემთხვევა პირველად მოხდა და მიზეზი, ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც გასული საანგარიშო სეზონი ფანტასტიკური ჰქონდა.


შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს, ლონდონში გაირკვევა „ოქროს ბურთის" 2025-2026 წლების სეზონის მფლობელის ვინაობა. ჩვენ, იმედს ვიტოვებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემიონატის მიღმა დარჩენილი საქართველოს ნაკრების მიუხედავად, ამ გუნდის კაპიტანს და პსჟ-ს ერთ-ერთ ლიდერს სრული უფლება და დამსახურება აქვს, ამ ჯილდოს დაეუფლოს.