მატჩის მიწურულს გატანილი გოლით ჩემპიონმა გაიმარჯვა
მატჩის მიწურულს გატანილი გოლით ჩემპიონმა გაიმარჯვა
01.03.2019
ავტორი:


თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 2019 წლის სეზონმა აიღო სტარტი. ეროვნული ლიგის გათამაშება წელს, ახალი სახელწოდებით - „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა" ჩატარდება. საქმე ისაა, რომ გათამაშების დაწყებამდე სფფ-მ და „კრისტალბეთმა" ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. 2-მილიონიანი კონტრაქტი, რომელიც „კრისტალბეთმა" განახორციელა, საქართველოში ფეხბურთის განვითარებას და სპორტის ყველაზე საყვარელი სახეობის პოპულარიზაციას მოხმარდება. ახალი თანამშრომლიბის შესაბამისად შეიფუთა საქართველოს ეროვნული ლიგა და ლიგა-2-იც.



2019 წლის ქართული საფეხბურთო სეზონის პირველი მატჩი, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „საბურთალოსა" და ძლიერთა შორის დაბრუნებულ ბათუმის „დინამოს" შორის კი, წითელ-თეთრი ბუშტებისა და საქართველოს ჰიმნის თანხლებით დაიწყო. რამდენიმე დღის წინ, გორში, სუპერთასის მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ, ელიგის სასტარტო შეხვედრა, ქვეყნის ჩემპიონმა, აქტიურად დაიწყო. თუმცა, პირველ ტაიმში რეალური საფრთხე და თანაც ორი, სწორედ, მათ კართან შეიქმნა. ისევე, როგორც სუპერთასის შეხვედრისას, ახლაც, მოწოდების სიმაღლეზე იდგა, საბურთალოელთა მეკარე ომარ მიგინეიშგილი, რომელმაც ჩემპიონი აშკარა გოლებისგან დაისხსნა. ამასთან ერთად, საწყისს წუთებს თუ არ ჩავთვლით, პირველი ტაიმი, სტუმრების, ბათუმელი ფეხბურთელების მცირედი, მაგრამ უპირატესობით ჩატარდა.





გიორგი ჭიაბრიშვილის, ფეხბურთელებმა მეორე ტაიმში, თამაშის გათანაბრება შესძლეს. ტაიმის მიწურულს კი, მე-80 წუთზე, ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი  გავიდა. თავი,  საბურთალოელთა დებიუტანტმა, ოგნიენ როლოვიჩმა გამოიჩინა და ქართულ კლუბში და ბუნებრივია, ჩემპიონატშიც, პირველი გოლი გაიტანა, 1-0.

ჩემპიონმა, პირველი 3 ქულა გამოიმუშავა და ახლა, პოზიციის გასამყარებლად, „საბურთალო" უძლიერესის გარკვევას მომდევნო ტურში, 5 თებერვალს, თბილისურ დერბიში, „ლოკომოტივის" წინააღმდეგ შეეცდება. ბათუმელები კი, საკუთარ მოედანზე, „ტორპედოს" უმასპინძლებენ.




ხვალ და ზეგ კი „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" პირველი ტურის მატჩები გაიმართბეა:

2 მარტი:

18:00   „ლოკომოტივი" - „ რუსთავი"

20:00   „ტორპედო" - „სიონი"

3 მარტი:

18:00   „დინამო" -  „ ჩიხურა"

20:00   „დილა" - „ვიტ ჯორჯია"