
უეფა-ს ქალთა შორის ევროპის 2021 წლის ჩეპიონატის წილისყრამ, 21 თებერვალს, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, B ჯგუფში მოახვედრა იტალიის, დანიის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ისრაელისა და მალტის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად.
ცნობილია, B ჯგუფის კალენდარი. საქართველოს ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 2019 წლის 30 აგვისტოს სტუმრად, ბოსნია და ჰერცოგოვნიას ქალთა ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ევრო 2021-ის შესარჩევი ეტაპის პირველ საშინაო შეხვდრას კი, ჩვენი გუნდი 3 სექტემბერს შინ, იტალისს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები შესარჩევი ჯგუფის ბოლო შეხვედრასაც სახლში, მხოლოდ უკვე 2020 წლის 22 სექტემბერს ბოსნია და ჰერცოგოვინას ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.
ქალთა შორის, ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის სრული კალენდარი:
30/08/2019 ბოსნია და ჰერცოგოვინა - საქართველო
03/09/2019 საქართველო - იტალია
08/10/2019 საქართველო - დანია
08/11/2019 იტალია - საქართველო
12/11/2019 დანია - საქართველო
05/03/2020 მალტა - საქართველო
10/03/2020 ისრაელი - საქართველო
14/04/2020 საქართველო -ისრაელი
03/06/2020 საქართველო - მალტა
22/09/2020 საქართველო - ბოსნია და ჰერცოგოვინა
შესარჩევიდან, ფინალურ ეტაპზე ასპარეზობას, 9 ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები გააგრძელებს, რომლებსაც, 3 საუკეთესო მეორე ადგილოსანი (გუნდები, რომლებსაც თავის მხრივ, ნაჩვენები ექნებათ კარგი შედეგები პირველ აგილზე გასულ გუნდთან, შემდეგ, მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებთან).
ჯგუფებში მეორე ადგილზე გასული დანარჩენი 6 გუნდი კი, 2020 წლის ოქტომბერში ფლეი-ოფში, ევროპის ჩემპიონატის ბოლო, 3 მონაწილეს გამოავლენს.
ასევე ნახეთ როგორ აფასებენ გოგონები ჯგუფს: http://tsff.ge/index.php?m=6&news_id=862





ჩვენ








