
დღეს, სერბულ ნოვი სადში ბერძნულ-რომაული სტილით 23-წლამდე მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელიც 10 მარტამდე გასტანს. ტურნირის პირველ სამ დღეს ხალიჩაზე ბერძენ-რომაელები გამოვლენ. მომდევნო დღეები კი, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ.
საქართველოს 23-წლამდე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სერბეთში უკვე ორი დღეა იმყოფება და კონტინენტის პირველობისთვის ადგილზე ასეთი შემადგენლობით ემზადება:
- ნუგზარ წურწუმია (55 კგ)
- ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ)
- ლევან ქავჟარაძე (63 კგ)
- გიორგი კურტანიძე (67)
- რამაზ ზოიძე (72 კგ)
- ბექა მამუკაშვილი (77 კგ)
- აივენგო რიკაძე (82 კგ)
- გურამ ხეცურიანი (87 კგ)
- გიორგი მელია (97 კგ)
- ზვიად პატარიძე (130 კგ)
გუნდის მთავარი მწვრთნელი - იოსებ ჯაბიძე
დღეს, ჩვენი ნაკრებიდან ხალიჩაზე გავლენ 23-წლამდელთა შორის ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები - ნუგზარ წურწუმია და ზვიად პატარიძე. ასევე, დღეს იასპარეზებენ ლევან ქავჟარაძე, ბექა მამუკაშვილი და გურამ ხეცურიანი.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 14:30 წუთიდან დაიწყება. ნახევარფინალები კი, 21:00 საათიდან. რაც შეეხება საპრიზო სამეულებს, ამ ხუთი წონის გამარჯვებულები 5 მარტს გამოვლინდებიან.

მასალა მოამზადა ეკა ელოშვილმა





ჩვენ








