
გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გორის „დილასა" და ძლიერთა შორის დაბრუნებულ „ვიტ ჯორჯიას" მატჩით დასრულდა საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების პირველი ტურის პირველი წრე.
„დილა" - „ვიტ ჯორჯია" 0-1
გორელებმა, რომლებმაც 2018 წლის გათამაშება, სატურნირო ცხრილის მე-5 საფეხურზე დაასრულეს, მეოთხე ადგილოსანს სულ 1 ქულით ჩამორჩნენ. შესაბამისად, „დილა" მიმდინარე სეზონის სასტარტო მატჩში „ვიტ ჯორჯიას" წინააღმდე ფავორიტად მიიჩნეოდა. მთელი პირველი ტაიმის მანძილზე, მასპინძლებს, რომლებიც ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, გოლის გატანის რამდენიმე შესაძლებლობაც ჰქონდათ. ორ ეპიზოდში, კარგად ითამაშა სტუმართა მეკარემ ჯონი შეროზიამ და ვიტჯორჯიელები აშკარა გოლებისგან იხსნა. გოლის გატანის შანსები ჰქონდათ სტუმრებსაც.

თითქმის, ანალოგიური სცენარით განვითარდა მეორე ტაიმიც. ალბათ, რომ არა გორელთა კარში, შეხვედრის 75-ე წუთზე, სრულიად უწყინარი სიტუაციიდან გაშვებული გოლი, გიორგი დეკანოსიძის შეგირდები შეხვედრას, თუ ვერ მოიგებდნენ, კარს მშრალად მაინც შეინახავდნენ. თუმცა, მოედნის ცენტშრი კახაბერ კაკაშვილის ზუსტი გადაცემის შემდეგ, „ვიტ ჯორჯიელმა" ზურაბ მუსელიანმა, მარტივად მოახერხა ფლანგიდან ცენტრში შეწევა და დაახლოებით 35 მეტრის მანძილიდან ლუკა გუგეშაშვილის კარის მიმართულებით უძლიერესი დარტყმით ანგარიში გახსნა, 0-1. დიდი ალბათობით, 19 წლის ნახევარმცველის გოლი სეზონის საუკეთესო გოლებს შორის მოხვდება.
ამ მომენტის შემდეგ, გორელთა მთელი რიგი მცდელობების მიუხედავად, შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა. მომდევნო ტურში, „დილა" თბილისში, საჩხერის „ჩიხურას" შეხვდება. „ვიტ ჯორჯია" კი, კვლავ გასვლაზე, ამჯერად რუსთავის ტექნიკურ ცენტრში, „რუსთავს" დაუპირისპირდება.
„ლოკომოტივი" - „რუსთავი" 4-1
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრის პირველ ტურში სასტრატო შეხვედრაც სტუმრად ჩაატარა „რუსთავმა". ამ მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-18 წუთზე თავი ზაზა ციცქიშვილმა გამოიჩინა 0-1. თუმცა, ეს ამ მატჩი რუსთაველა მიერ გატანილი ერთადერთი გოლი აღმოჩნდა. გაშვებული გოლის მიუხედავად „ლოკომოტივი" უპირატესობას დაეუფლა და მთელი თამაშის მანძილზე მისი შენარჩუნება მოახერხა. შეხვედრის 34-ე წუთზე, დავით უბილავას გადაცემის შემდეგ, ანგარიში დავით ჯიქიამ გაათანაბრა, 1-1. თბილისელებმა, პირველი ტაიმის მიწურულს დაწინაურებაც მოახერხეს. რატი არდაზიშვილმა რუსთაველთა კარში, მეორე გოლი გაიტანა, 2-1.

მეორე ტაიმში „ლოკომოტივმა" კიდევ 2 გოლის გატანა მოახერხა. 84-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდება გოლით აღნიშნა და "რკინიგზელები" ორბურთიანი უპირატესობით გაიყვანა წინ, 3-1. ბოლო გოლი კი, ამ შეხვედრაში 88-ე წუთზე გავიდა. შეცვლაზე შემოსულმა რევაზ ინჯგიამ, ანგარიში ლოკომოტიველთა სასარგებლოდ 4-მდე გაზარდა. შეხვედრა, რომელიც თბილისში, მესხი 2-ზე გაიმართა, საბოლოოდ 4-1 დასრულდა.
მომდევნო შეხვედრას „ლოკომოტივი" კვლავ მასპინძლის სტატუსში, 5 მარტს მოქმედი ჩემპიონის თბილისის "საბურთალოს" წინააღმდეგ გამართავს. თბილისური დერბი, მესხი 2-ზე , 5 მარტს, 19:00 საათზე დაიწყება.
„ტორპედო" - „სიონი" 3-2
თოვლნარევი წვიმისა და ცივი ამინდის მიუხედავად, ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, „ტორპედომ" „დაუმარცხებლის" სტატუსი კიდევ, მინიმუმ ერთი ტურით შეინარჩუნა. საქართველოს სუპერ-თაისის მფლობელი, ბოლოს დაახლოებით 8 თვის წინ დამარცხდა. კახა ჩხეტიანის შეგირდები 253 დღის წინ, 2018 წლის 23 ივნისს მოქმედ ჩემპიონთან, „საბურთალოსთან" დამარცხდნენ.

თუმცა, გუნდში არასტაბულური ფინანსური სიტუაციის გამო, რამდენად მოახერხებენ ქუთათურები ამ შედეგის შენარჩუნებას, პასუხისმგებლობა სრულებით, კლუბის მესვეურებს ეკისრებათ.
პირველ ტურში „ტორპედომ" საკუთარ მოედანზე ბოლნისის „სიონი" მინიმალური სხვაობით, 3-2 დაამარცხა. ანგარიში მე-13 წუთზე თენგიზ წიქარიძის ზუსტი დარტყმით გაიხსნა, 1-0. თუმცა, ბოლნისელებმა წონასწორობის აღდგენა მალევე მოახერხეს. სიონელთაგან, სეზონის პირველი გოლი, ვილი ისიანის ანგარიშზეა. სტუმრებმა 22-ე წუთზე ანგარიში კი გაათანაბრეს 1-1, მაგრამ პირველი ტაიმი, მაინც წააგეს. ტორპედოელებმა 34-ე წუთზე კვლავ შეძლეს დაწინაურება. გოლი ნოდარ ქავთარაძის ანგარიშზეა, 2-1.

„სიონმა" წონასწორობა ამ შეხვედრაში კიდევ ერთხელ აღადგინა. 63-ე წუთზე ჯაბა უგულავამ ტორპედოელი მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა 2-2. ამ შეხვედრაში, კიდევ ერთი გოლი 75-ე წუთზე გავიდა. შეცვლაზე შესულმა თორნიკე კაპანაძემ 75-ე წუთზე „სიონის" კარი, მესამედ აიღო, 3-2 და „ტორპედოს" პირველი 3 ქულა მოუტანა.
მომდევნო ტურში, „ტორპედო" ბათუმში „დინამოს" შეხვდება. „სიონი" კი შინ, ბოლნისში, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონს „დინამო თბილისს" უმასპინძლებს.
„დინამო თბილისი" - „ჩიხურა" 2-0
ბოლნისის „სიონის" წინააღმდეგ, მეორე ტურის შეხვედრა, ეს იქნება დინამოელი ლეგიონერებისთვის, ქვეყნის მასშტაბით პირველი გასვლითი თამაში და ისიც, თბილისელთათვის ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულად განწყობილი გულშემატკივრის წინაშე. თუმცა, თბილისური კლუბის ახალი ლეგიონი, პირველი ქართული „მატჩისშემდგომი" გარჩევის მოწმე უკვე გახდა.

„დინამო არენაზე", კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ, საჩხერის „ჩიხურას" ხელმძღვანელობა პირველ ტაიმში, მათი შეხედულებით, მსაჯის მიერ დაშვებულ შეცდომას აპროტესტებდა და საქმის „ასე არდატოვებით" იმუქრებოდა. ჩიხურელთა თავკაცის განცხადებით, დინამოელთა კარში, საეჭვოდ არდანიშნული 11-მეტრიანის შემთხვევაში, თამაში სხვანაირად წარიმართებოდა. თუმცა, შეხვედრის დაწყებიდან 10-12 წუთის შემდეგ, ფაქტია, რომ თბილისელებმა სათამაშო უპირატესობა ხელთ იგდეს და გოლის გატანის რამდენიმე კარგი შესაძლებლობაც ჰქონდათ - ჯერ, ლევან შენგელიას, შემდეგ ლევან კუტალიას და ბოლოს, აკაკის შულაიას. კიდევ ერთი სახიფათო მომენტი, ამჯერად „დინამო თბილისის" ესპანელი ლეგიონერის, ფრან კარბიას მონაწილეობით, თითქმის ჭიდაობის ილეთით შეაჩერა დავით მაისაშვილმა და სეზონში პირველი წითელი ბარათიც მიიღო.

ბუნებრივია, „დინამო თბილისმა", რომელიც ფლობლდა სათამაშო უპირატესობას კაცნაკლულ „ჩიხურას" კიდევ უფრო შეუტია და 2019 წლის სეზონის გოლების ანგარიშიც გახსნა. გოლი ლევან შენგელიამ 43-ე წუთზე გაიტანა, 1-0. მეორე ტაიმის დებიუტში კი დუბლი გაიფორმა, 2-0. თბილისელებმა, პირველი შეხვედრა 2-0 მოიგეს.

სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა 2019 წლის მოსამზადებელი ციკლი არც თუ ურიგოდ ჩაატარა თურქეთში და წინა წლებისგან განსხვავებით ლეგიონერიც ბევრი დაიმატა, ქართულ საფეხბურთო წრეებში, დინამოელთა რიგებში ცვლილებებს, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. ასეა თუ ისე, ე.წ "მეორეხარისხოვანი" ესპანელებით (როგორც ამას ჩვენი კოლეგების ნაწილი უძახის), ქართული ჩემპიონატის პირველ ტურში "ჩიხურას" წინააღმდეგ, "დინამო თბილისი" უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ვიდრე ერთი წლის წინ, 2018 წლის სეზონის სასტარტო მატჩში "რუსთავთან". ბუნებრივია, „დინამო თბილისი" თამაშიდან თამაშამდე კიდევ შეთამაშდება. მითუმეტეს, რომ წინ ევროტურნირებია. დღევანდელი მარცხის მიუხედავად, არ დაუტოვებია ცუდი შთაბეჭდილება, არც "ჩიხურას", რომელიც აუცილებლად მოუმატებს თამაშს. მითუმეტეს, რომ სოსო ფრუიძის შეგირდებს, ამის პერსპექტივა აშკარად აქვთ.

„დინამო არენაზე", 2019 წლის სეზონის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი მატჩი კი წუთიერი დუმულით დაიწყო. სტადიონზე მოსულმა მცირერიცხოვნამა გულშემატკივარმა და შეხვედრაში მონაწილე გუნდებმა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ვეტერანი ფეხბურთელის მამუკა ფანცულაიას ხსოვნას. ფეხბურთელისას, რომელიც 80-იანების ბოლოს ამ სტადიონზე, „დინამოს" რიგებში თამაშობდა.






ჩვენ








