პროფესიონალ სპორტსმენთა დიდი რაოდენობა ქართულ ზამთრის კურორტზე
პროფესიონალ სპორტსმენთა დიდი რაოდენობა ქართულ ზამთრის კურორტზე
05.03.2019
ავტორი:

სნოუბორდ-კროსის ევროპის თასის ეტაპები 9, 10 და 11 მარტს გუდაურში გაიმართება. ტურნირი,  საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის  (FIS) ეგიდით ჩატარედება. სპორტის ზამთრის სახეობების გულშემატკივარს ემახსოვრება, რომ 2018 წელს სკი-კროსის პირველ შეჯიბრს ბაკურიანმა უმასპინძლა. წელს კი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მორიგი ტურნირის მასპინძელი გუდაურია. შეგახსნებთ, რომ ბაკურიანი 2023 წელს ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ასე, რომ ამ დრომდე, საქართველოში გამართული ყველა ტურნირი, რომელიც FIS-ის ეგიდით ჩატარდება, მსოფლიო ჩემპიონატისთვის ერთგვარი სამზადისიცაა.

სნოუბორდ კროსი ოლიმპიური სპორტის ერთ-ერთი დისციპლინაა.  შეჯიბრის დროს ოთხი მოთხილამურე სტარტს ერთდროულად იღებს და მინიმალურ დროში ცდილობს ტრასის გავლას.

8, 9 მარტს „კუდების" ფერდობზე FIS-ის ევროპის თასის ეტაპები როგორც ქალეთა, ასევე  ვაჟთა შორის გაიმართება. 10 მარტს სარეიტინგო შეჯიბრებაა დაგეგმილი. საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიარეს სპორტსმენებმა ავსტრიიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. მონაწილეთა საერთო რაოდენობა 60-ზე მეტი სპორტსმენს შეადგენს.  

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) სნოუბორდ კროსის ევროპის თასის ეტაპები საქართველოს მთავრობის,  მთის კურორტების განვითარების კომპანიის, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის  და მისი გენერალური სპონსორის, კომპანია „სილქნეტის" მხარდაჭერით ტარდება.

8 მარტს, 9:30 სთ.-ზე, „რედკოს" დასახლებაში, ,,მითლოფის" ტერიტორიაზე ორგანიზატორები პრესკონფერენციას გამართავენ, რის შემდეგაც, 11: 00 საათზეპირველი დღის შეჯიბრებაში მონაწილე სპორტსმენები აიღებენ სტარტს.   

შეგახსენებთ, რომ  2023 წელს, ბაკურიანში, ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართებაც ორ დისციპლინაში.  მსოფლიო ჩემპიონატს წინ უძღვის ოთხ წლიანი შეჯიბრებების ციკლი, რომელთა წარმატებით ჩატარება უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებისათვის, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისათვის და ზამთრის ტურიზმის მიმართულებით მსოფლიო რუკაზე ადგილის დასამკვირდებლად.