ბათუმის „დინამომ“ მეორე თამაში წააგო, „საბურთალომ“ კი კვლავ მოიგო
ბათუმის „დინამომ“ მეორე თამაში წააგო, „საბურთალომ“ კი კვლავ მოიგო
05.03.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

 

დღეს, საფეხბურთო კლუბმა ბათუმის „დინამომ" გიორგი ნავალოვსკი გულშემატკივარს და მედიას ოფიციალურად წარუდგინა.  საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მოთამაშე ბათუმურ გუნდში 2019 წლის ივნისამდე დარჩება. თუმცა, „დინამოში" იმედოვნებენ, რომ ფეხბურთელი კლუბთან კონტრაქტს სამომავლოდაც გააგრძელებს. მიუხედავად, ხელმოწერილი კონტრაქტისა, ნავალოვსკი, ქუთაისელების წინააღმდეგ განაცხადში შეყვანილი არ იყო და ის, დიდი ვარაუდით ბათუმელებს უახლოესი ტურიდან დაეხმარება.

„ლოკომოტივი" -  „საბურთალო" 1-2

ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, „საბურთალოს", მხოლოდ პირველი ტაიმის დასაწყიში გაუწია წინააღმდეგობა თბილისის „ლოკომოტივმა". რკინიგზელებმა გოლი შეხვედრის მე-11 წუთზე გაიტანეს. „ლოკომოტივში" დაბრუნება  გოლით აღნიშნა ირაკლი სიხარულიძემ, 1-0. თუმცა, რამდენიმე წუთში, მათ კარში 11-მეტრიანი დაინიშნა და ლაშა შინდაგორიძემ შანსი ხელიდან არ გაუშვა, 1-1. ამ მომენტის შემდეგ, თამაში გათანაბრდა და ნელ-ნელა „საბურთალო" უპირატესობას დაეუფლა, რამაც შედეგი უკვე, მეორე ტაიმში გამოიღო.

ჩემპიონატის კალენდრიდან გამომდინარე, გუნდებს 9 დღეში 3-3 მატჩის გამართვა უწევთ და ბუნებრივია, რომ მწვრთნელებს, სასტარტო შემადგენლობის როტაციაც მოუხდათ. „გუნდი, წინ ტურიდან გამომდინარე იყო გადაღლილი. პირველ ტურში წავიდა დიდი ენერგია. გუნდი „საბურთალოსთან" მატჩისთვის გადავახალისეთ. ვითვალისწინებდით მოწინააღმეგესაც. არ იყო სათანადაო ძალები. თუმცა, ეს თავისსამართებელი არ არის. საჭირო იყო მეტად მობილიზება, მეტი კონცეტრაცია და მონდომება. სამუშაოა, გამოსასწორებელია და ვეცდებით, მომდევნო ტურებში, ეს შეცდომები აღმოვფხვრათ", - ამბობს ლაშა ჭაღიაშვილი, „ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი.




თუმცა, როგორ ჩანს „ლოკომოტივმა", „საბურთალო" კარგად ვერ გაითალისწინა და მეორე ტაიმი, მთლიანად „სტუმრებს" დაუთმო, რომლებმაც ერთი 11-მეტრიანი ვერ გამოიყენეს და მინიმუმ 5 საგოლე მომენტიდან, ორი ზუსტად გამოიყენეს. ამ მატჩში, ჯერ ლაშა შინდაგორიძემ დუბლი გაიფორმა და „საბურთალო" 63-ე წუთზე დააწინაურა 1-2. შემდეგ კი, გიორგი დიასამიძის გადაცემის შემდეგ, ოგნიენ როლოვიჩმა, 70-ე წუთზე ანგარიში სამამდე გაზარდა 1-3.  „ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად მოვიგეთ. დაახლოებით 10 თვიანი პაუზის შემდეგ, ოფიციალურ მატჩში დღეს ორი გოლი გავიტანე. სასიამოვნოა, რომ ჩემს გოლებთან ერთად გამარჯვებაც მოვიპოვეთ", - ამბობს ლაშა შინდაგორიძე.




„პირველ ტურს ძალიან დიდი ფსიქოლიგიური წნეხი დასდევს, ამიტომ, ჩემს გუნდს არაფერი გამოუვიდა. ეს შეხვედრა, ბევრად უფრო უკეთესი იყო. მომეწონა თამაშის ხარისხი, მოძრაობა. ეს ყოველთვის ასეა. გუნდი, ნელ-ნელა აკრიფავს, რადგან ოპტიმალურ ფორმაში არ ვართ,"- ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი, „საბურთალოს" მთავარი მწვღთნელი

ჩემპიონი გუნდის მწვრთნელის პროგნოზით, „საბურთალო" დაახლოებით 5-6 ტურში შევა ფორმაში და თამაშიდან თამაშამდე მოიგებს, რადგან არ არსებობს გუნდი, რომელიც გახდა „ჩემპიონი" და მომდევნო სეზონზე ტიტულის შენარჩუნებას არ შეეცადა. ამას გარდა, ისევ და ისევ 2019 წლის პირველი ორი თამაშიდან (სუპერთასი და ჩემპიონატის სასტარტო მატჩი) გამომდინარე, „საბურთალო", რომელიც ევროტურნირებზე იასპარეზებს, გაძლიერებას საჭიროებს, ჭიაბრიშვილის თქმით, კი ეს პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება.




„დინამო" ბთ - „ტორპედო"  0-2

ბათუმის „დინამომ", დღეს, ანგისის საფეხბურთო ბაზაზე, ნავალოვსკის გარეშე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტურის მატჩიც წააგო ქუთაისის „ტორპედოსთან", ანგარიშით 0-2. ამ შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. მატჩის საწყის ეტაპზეც და შემდეგაც, შეხვედრა ქუთაისელთა სრული უპირატესობით წარიმართა. თუ არ ჩავთვლით, მეორე ტაიმის რიგ მომენტებს, როდესაც ბათუმელებმა თამაშის გათანაბრება მოახერხეს.  




ტორპედოელებმა პირველი გოლი შეხვედრის მე-17 წუთზე გაიტანეს. „ტორპედომ" კარგად გამოიყენა სტანდარტული და თავური დარტყმით ანგარიში ოლეკსანდრ აზაცკიმ გახსნა, 0-1. პირველი ტაიმის დამატებულ დროში, გრიგოლ დოლიძის გადაცემის შემდეგ, ქუთაისელები უკვე ორბუთიანი სხვაობით ბუდუ ზივზივაძემ დააწინაურა 2-0. ქუთაისელთა უპირატესობის მიუხედავად, ამ მატჩში ანგარიში აღარ შეცვლილა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ორივე ტურის მატჩში, ქუთათურებს მაქსიმე ქვილითაიამ უკაპიტნა, რომელმაც სხვათაშორის ბათუმელებთან შეხვედრაში ერთ მომენტში ორჯერ მიჯრით აშკარა გოლისგან იხსნა საკუთარი კარი.

აღსანიშნავია, რომ მიმდირე გათამაშებაში, ბათუმის ანგისას საფეხბურთო ბაზაზე, გულშემატკივართა რეკორდული რაოდენობა მოვიდა.