
ხვალ, 8 მარტს, მარაკეშში ძიუდოს 2019 წლის გრან-პრი იწყება, რომელშიც მონაწილეობას 71 ქვეყნის 487 სპორტსმენი მიიღებს.
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები მაროკოში 8-კაციანი შემადგენლობით იასპარეზებს.
ამირან პაპინაშვილი (60 კგ)
ნიკო ჭიკაიძე (66 კგ)
გიორგი გუგულაშვილი (66 კგ)
ფრიდონ გიგანი (73 კგ)
ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ)
ბექა დონღვანი (81 კგ)
ნუგზარ ტატალაშვილი (81 კგ)
გიორგი პაპუნაშვილი (90 კგ)
როგორც უკვე ნახეთ, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ნაკრების შემადგენლობაში დაბრუნდა ბაჩო ტატალაშვილი. საინტერესოა, როგორ ფორმაშია და რას შემოგვთავაზებს მარაკეშში ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ძიუდოისტი.
ზოგადად კი, მაროკოში თავი საკმაოდ საინტერესო შემადგენლობამ მოიყარა. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ საკმაოდ დაძაბული და სასეირო ტურნირი გველის.
მასალა მოამზადა ეკა ელოშვილმა





ჩვენ








