
სერბულ ნოვი სადში განახლდა 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შემდეგ, ასპარეზობა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა დაიწყეს.
საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები სერბეთში 5 მარტს ჩავიდა და ტურნირისთვის მზადება ადგილზე გააგრძელა. ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთია:
რობერტ დინგაშვილი (57 კგ)
თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ)
ედემი ბოლქვაძე (65 კგ)
ივერი ჯულაყიძე (70 კგ)
გიორგი სულავა (74 კგ)
ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ)
ზაურ ბერაძე (86 კგ)
დემურ მეგენეიშვილი (92 კგ)
გივი მაჭარაშვილი (97 კგ)
ზურიკო ურთაშვილი (125 კგ)
ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ზურაბ ჭიღლაძე.
შეჯიბრების პირველ დღეს, თავისუფლებმა 4 მედლის - 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მოპოვება შეძლეს.
ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა ედემი ბოლქვაძემ (65 კგ). ბრინჯაოს მედლები კი, რობერტ დინგაშვილმა (57 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილმა (79 კგ) და გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) მოიგეს.
ხვალ, შეჯიბრების ბოლო დღეა და ჩვენს ნაკრებს კიდევ 4 მედლის მოპოვების შანსი აქვს. გიორგი სულავა (74 კგ) და ზაურ ბერაძე (86 კგ) ბრინჯაოს მედლების მოპოვებას შეეცდებიან. დემურ მეგენეიშვილი (92 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ) კი, დამამშვიდებელი წრიდან გააგრძელებენ მედლებისთვის ბრძოლას. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 საათიდან დაიწყება.
პირველი დღის შემდეგ, ჩვენი ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილს იკავებს.



მოამზადა ეკა ელოშვილმა





ჩვენ








