
კვირას, 10 მარტს გუდაურში მიმდინარე სნოუბორდ-კროსის სარეიტინგო შეჯიბრებაა დაგეგმილი.
ისევე, როგორც ასპარეზობის პირველ დღეს, 9 მარტსაც, გუდაურში FIS-ის ეგიდით მიმდინარე სნოუბორდ-კროსის ევროპის თასის მეორე ეტაპი ქალთა შორის, გერმანელმა სნოუბრდისტმა ჰანა იედიოჰამ (Hanna Ihedioha) მოიგო. ვაჟთა შორის კი გამარჯვებული ფრანგი სპორტსმენი ფრანგი მერლინ სარგეტი (Merlin Surgeti) გახდა.
"გუშინდელივით კარგი ტრასა იყო, ძალიან მომწონს აქაურობა, ეს ფერდობი, იმხელა სიამოვნება მივიღე და ისევ მოვიგე. საშეჯიბრო ტრასა ჩემთვის უკვე ნაცნობი იყო და უშეცდომოთ ვისრიალე. გუდაური ჩემი საყვარელი ადგილი გახდა და აუცილებლად დავბრუნდები აქ სასრიალოდ", - ამბობს ჰანა იედიოჰა.
ქალები:
I ადგილი - ჰანა იედიოჰამ (Hanna Ihedioha)
II ადგილი - სარა დევუსო (Sarah Devouassoux) (საფრანგეთი)
III ადგილი - სოფი ჰედიგერი Sophie Hediger (შვეიცარია)
IV ადგილი - ქლოე პასერატი (Chloe Passerat) (საფრანგეთი)
ვაჟები:
I ადგილი - მერლინ სარგეტი (Merlin Surgeti)
II ადგილი - ჯაკობ დუსეკი (Jakob Duseki) (ავსტრია)
III ადგილი - ჯერომ ლიმენი (Jerome Lymann) (შვეიცარია)
IV ადგილი - ლოან ბოცოლო (Loan Bozzolo) (საფრანგეთი)
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) სნოუბორდ-კროსის ევროპის თასის ეტაპები საქართველოს მთავრობის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის და მისი გენერალური სპონსორის, კომპანია „სილქნეტის" მხარდაჭერით ტარდება.
შეგახსენებთ, რომ FIS -ის ეგიდით, გასულ წელს ბაკურიანში სკი კროსის პირველი შეჯიბრი ჩატარდა. აღნიშნული შეჯიბრებები ერთგვარი სამზადისია 2023 წლის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც ორ დისციპლინაში გაიმართება ბაკურიანში. მსოფლიო ჩემპიონატს წინ უძღვის ოთხ წლიანი შეჯიბრებების ციკლი, რომელთა წარმატებით ჩატარება უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებისათვის, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისათვის და ზამთრის ტურიზმის მიმართულებით მსოფლიო რუკაზე ადგილის დასამკვირდებლად.





ჩვენ








