
ერთწლიანი შესვენების შემდეგ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მცოცავთა კლუბისა და ყაზბეგის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით კვლავ ჩატარდა შეჯიბრი ყინულზე ცოცვაში. გველეთის გაყინულ ჩანჩქერზე, ასპარეზობა სწრაფ ცოცვაში გაიმართა. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ტურნიში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო განურჩევლად სპორტული გამოცდილებისა.
ყინულზე ცოცვის შეჯიბრში მონაწილეთათვის ერთადერთი შეზღუდვა მათი წლოვანება იყო. ტურნირის მონაწილე აუცილებლად სრულწლოვანი უნდა ყოფილიყო. ასეთი კი, 9 მარტს ჩატარებულ გველეთის შეჯიბრის სტარტზე 53 მსურველი დარეგისტრირდა. მათ შორის, 33 ბიჭი და 20 გოგონა აღმოჩნდა. მონაწილეთა შორის იყვნენ ექსტრემალები რუსეთიდან, ინგლისიდან, უკრაინადან და აშშ-დან (ჯამში 8 უცხოელი). ამრიგად, შეჯიბრმა საერთაშორისო ხასიათიც მიიღო.
კიდევ ერთ მოთხოვნა, ტურნირის ორგანიზატორებისგან იყო ის, რომ მონაწილეებს ყინულზე ცოცვისთვის საჭრო აღჭურვილობა ჰქონოდა - დაცვის ქამარი, ჩაფხუტი, წრიაპი მორგებული მთის ფეხსაცმელზე. თუმცა, თუკი იყო შეჯიბრის მონაწილეობის მსურველი აღჭურვილობის გარეშე, მათთვის ორგანიზატორებმა შეჯიბრის სიახლოევს ე.წ გაქირავების პუნქტიც მოაწყეს. ასე, რომ ამ ლამაზი და ექსტრემალური სპორტის სახეობის მოყვარულს, 9 მარტს სურვილის შემთხვევაში, თავადაც შეეძლო ეცადა შეჯიბრის ორგანიზატორების მიერ გამზადებულ ტრასაზე ძალები.
ვაჟთა შორის საპრიზო სამეული ასე გადანაწილდა:
1 ადგილი - გრეგორი კორეტკოვი - 0:43.47
2 ადგილი - გიგა ჯანხოთელი - 0:47.06
3 ადგილი - გურამ ხუციშვილი - 0:53.72
ქალთა შორის სამეული:
1 ადგილი - სალომე მეშველიანი - 2:41.00
2 ადგილი - მეგან ლიი - 2:51.13
3 ადგილი - ელენე ჯანიაშვილი - 3:07.66
მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებულები ქალთა და ვაჟთა შორის ცალ-ცალკე გამოვლინდა, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ყონულზე ცოცვის შეჯიბრის დარეგისტრირებული ყველა მონაწილე თანაბარ პირობაში იყო. მათ 30 მეტრიანი დისტანცია უნდა დაეძლიათ და ამისთვის, საკონტროლო დრო, ყველასთვის 4 წუთი იყო.
გველეთის გაყინულ ჩანჩქერზე ცოცვის შეჯიბრის სპონსორები არიან: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, კომპანია Geopl.eu, მაღაზია მოგზაური, ბეთლემი ჰათი, ჯეო ლენდი, ყინულზე ცოცვის ფედერაცია, საადვოკატო კომპანია კორძახია ჟღენტი, ინსტა.
საქართველოს მცოცავთა კლუბის ფოტოები









ჩვენ








