შვიდი მედალი, თუმცა არც ერთი ოქრო - ქართველი ახალგაზრდები დუშანბედან ბრუნდებიან
შვიდი მედალი, თუმცა არც ერთი ოქრო - ქართველი ახალგაზრდები დუშანბედან ბრუნდებიან
25.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

24-25 ოქტომბერს ტაჯიკეთის დედაქალაქმა ჯუდოში ახალგაზრდულ გრან-პრის უმასპინძლა. აღნიშნული შეჯიბრი დუშანბეში, ისტორიული გამოდგა და მასში საქართველო 16 ჯუდოკათი იყო წარმოდგენილი, რომელთა შორის ორი გოგონა იყო.


გოგონები:

-63 კგ  სოფიო თათრიშვილი  

-70 კგ ქეთი რობაქიძე


ვაჟები:

-60 კგ - შოთა ბაჩოშვილი, ლუკა ქალიაშვილი

-66 კგ - საბა საბაშვილი, მერაბი სამადაშვილი

-73 კგ  - გიგი გიუნაშვილი, გიორგი გივიშვილი

-81 კგ  - გიორგი მუმლაძე, საბა ჯახველაძე

-90 კგ  -  ლუკა თევდორაძე, საბა გველესიანი

-100 კგ -  ნიკოლოზ ზაალიშვილი, დავით პაპუკიშვილი

+100 კგ  - გიორგი ქარჩაიძე, შოთიკო გოჩიაშვილი


ორდღიანი ასპარეზობის შემდეგ, ქართული გუნდი სამშობლოში ოქროს მედლის გარეშე ბრუნდება, თუმცა საერთო ჯამში, ჩვენების ანგარიშზე ოთხი ვერცხლის მედალია: საბა საბაშვილი (-66კგ), ლუკა თევდორაძე (-90 კგ), ნიკოლოზ ზაალიშვილი (-100კგ),  და შოთიკო გოჩიაშვილი (+100კგ). ჩვენებმა, ასევე მოიგეს ბრინჯაოს მედლებიც - მერაბ სამადაშვილმა (-66კგ), გიგი გიუნაშვილმა (-73კგ). კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი გოგონების ანგარიშზეა. ასპარეზობის მეორე დღეს, ქეთი რობაქიძემ რუსი ევა ოგნივოვა იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.


ბრინჯაოს ფინალამდე ცოტა დააკლდა ჩვენი გუნდის მეორე ქართველ გოგონას - სოფიო თათრიშვილს, რომელიც რეპეშაჟში აზერბაიჯანელთან დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.