
სნოუბორდ-კროსს ერთ კვირაში სქი-კროსი ჩაანაჩვლებს. 15 მარტს, გუდაური FIS -ის სქი-კროსის საერთაშორისო შეჯიბრს უმასპინძლებს. 16 და 17 მარტს კი, ამავე დისციპლინებში ევროპის თასის ეტაპები გაიმართება.
გუდაურში გამართული სნოუბორდ-კროსის ბოლო საასპარეზო დღეს, 10 მარტს, სარეიტინგო შეჯიბრი გაიმართა. დღევანდელი საშეჯიბრო დღის მონაწილეთა შორის, ორი ქართველი სნოუბორდისტი ბაქარ მუშკუდიანი და ვალერი ზაქაიძეც მონაწილეობდნენ. თუმცა, ქართველმა სპორტსმენებმა საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა ვერ შეძლეს და ფინალური ეტაპის მიღმა დარჩნენ. საკვალიფიკაციო ეტაპისას კი სტარტი 8 ქვეყნის 22-მა სპორტსმენმა აიღო.
გამარჯვებული ესპანელი მარკ როური (Marc Roure) გახდა.
II ადგილი - გეზა კინდა (Geza Kinda) (რუმინეთი)
III ადგილი - რომან ალექსანდროვსკი (Roman Aleksandrovskyy) (უკრაინა)
IV ადგილი - კილი ვაისი (Kyle Wise) (დიდი ბრიტანეთი)
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) სნოუბორდ კროსის-ევროპის თასის ეტაპები და FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრი საქართველოს მთავრობის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის და მისი გენერალური სპონსორის, კომპანია „სილქნეტის" მხარდაჭერით ტარდება.





ჩვენ








