ცოტას ვნერვიულობდი, მაინც 21-წლამდელებში ვითამაშე
ცოტას ვნერვიულობდი, მაინც 21-წლამდელებში ვითამაშე
05.09.2017
ავტორი:

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2019 წლის ახალაგზრული ჩმეპიონატის მომდევნო საკვალიფიკაციო მატჩს დანიაში, 6 ოქტომბერს გამართავს. დანიელებმა, ამ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრა ჯგუფში მოიგეს. მათ ფარერის კუნძულების ნაკრები გასვლაზე 0:3 დაამარცხეს. ასეთივე ანგარიშით, საქართველოს ნაკრებმა გორში, თენგიზ ბურჯანაძეზე წააგო პოლონელებთან.

 მიუხედავად იმისა, რომ გია გეგუჩაძის გუნდმა მხოლოდ სასტარტო შეხვედრა წააგო, აშკარაა, რომ ამ ფორმაციის ქართველ 21-წლამდელებს ბევრ ასპექტში მოუწევთ შეცდომების გასწორება. მითუმეტეს, რომ გეგუჩაძის გუნდში თაობათა ცვლა მოხდა, არიან ტრავმირებულები და ფეხბურთელების ნაწილი, რომლებსაც საერთაშორისო დონეზე სათამაშო პრაქტიკა არ ავქთ.

„პოლონელებთან შეხვედრაში, ვფიქრობ უფრო შეთამაშება გვაკლდა. მანამდე 19-წლამდელებმა ბევრი შეკრება გავიარეთ და თბილისშიც, ევროპის ჩემპიონატზე ცუდად არ გვითამაშია. ახლაგაზრდულშიც ბევრი ამიტომ გამოგვიძახეს. 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, რომლის პირველი თამაშიც ახლა გავმართეთ, 2018 წლის ოქტომბერში მთავრდება და მანამდე, ვფიქრობ, უფრო შევთამაშებდით. 21-წლამდელთა ნაკრებში, ძირითად შემადგენლობაში თამაშის დაწყებასთან დაკავშირებით, ცოტას ვნერვიულობდი. როდესაც მწვრთნელი ასე გენდობა, მეტ პასუხისმგებლობას გრძნობ. ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლია. წინ კიდევ ბევრი თამაში გველის"- ამბობს გიორგი კუცია.

საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველოს 21-წლამდელებთან ერთად არიან პოლონეთის, დანიის, ფარერის კუნძულების, ლიტვისა და ფინეთის ნაკრებები. ქართველები, როგორც გითხარით, მომდევნო შეხვედრას 6 ოქტომბერს, დანიაში გამართავენ. შემდეგ კი 10-ში ფარერებთან ითამაშებენ გასვლაზე. ოქტომბრამდე, გეგუჩაძის გუნდმა შეკრე გორის "დილასთან" ამხანაგური მატჩით დაასრულა. პოლონეთთან თამაშისგან განსხვავებით გეგუჩაძემ გორელებთან სასტარტო შემადგენლობა შეცვალა. თუმცა, განაცხადში შეყვანილ თვრამეტივე ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის შანსი. მატჩი 21-წლამდელების გამარჯვებით დასრულდა 2:0. გოლები კი ვატო არველაძემ და გიორგი კოხრეიძემ გაიტანეს.