საქართველო U17 - აზერბაიჯანი U17, მეორე ამხანაგური ქართველებმა 2-0 მოიგეს
საქართველო U17 - აზერბაიჯანი U17, მეორე ამხანაგური ქართველებმა 2-0 მოიგეს
15.03.2019
ავტორი:

 

საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებმა აზერბაიჯანელ თანატოლებთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და ანგარიშით, 2-0 მოიგო. ჰოლანდიაში ჩატარებული უეფა-ს 17-წლამდე ქალთა ევროპის 2018-2019 წლების საკვალიფიკაციო ტურნირის სტარტზე განცდილი მარცხის შემდეგ, მე-6 თამაშია ლევან ბაჯელიძის ფეხბურთელები დაუმარცხებლად ასპარეზობენ.

დღეს, სფფ-ს ტექნიკური ცენტრი „ბასას" ხელოვნურსაფარიან მოედანზე საქართველოსა და აზერბაიჯანის 17-წლამდე ქალთა ნაკრებების მატჩში, გოლები მეორე ტაიმში გავიდა. შეხვედრა თანაბარ ორთაბრძოლაში, გარდამავალი უპირატესობით დაიწყო. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმის შუაწელიდან მოახერხა მატჩის სადავეების ხელში აღება. მიუხედავად ამისა, ანგარიში მხოლოდ შეხვედრის 65-ე წუთზე გაიხსნა.  გოლი, ნათელა წოწერიამ გაიტანა, რომელსაც ლევან ბაჯელიძემ დღეს, საქართველოს 17-წლამდე,  ნაკრების კაპიტნობა ანდო. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, კიდევ ერთი გოლი შეცვლაზე შემოსულმა ანი ძაძუამ გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.




„დღეს, პირველი თამაშისგან განსხვავებული მატჩი ვითამაშეთ.  გოგონები უკეთესად მოძრაობდნენ, ჩვენს მიერ მიცემული ყველა დავალება კარგად შეასრულეს და ეს, შედეგზეც აისახა. მართალია, დღევანდელი გამარჯვება ამხანაგური შეხვედრაში მოვიპოვეთ, მაგრამ ელიტ-რაუდის წინ, ფსიქოლოგიური თავლსაზრისით ეს, ძალიან კარგია და ნაკრებს, ძალიან წაადგება. ელიტ-რაუნდისთვის მზადება 15 თებერვლიდან დავიწყეთ და შეკრებამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. მზადების პროცესში 2 ამხანაგური შეხვერდა ბელარუსში გავმართედ და ორივეში გავიმარჯვეთ. კიდევ 2 ამხანაგური სახლში, აზერბაიჯანთან ჩავატარეთ. ჯამში, მოსამზადებელ პერიოდში, 4 კარგი სპარინგი გამოგვივიდა. 21 მარტს, უკვე ელიტ-რაუნდის პირველი ოფიციალური თამაში გვაქვს, ინგლისის წინააღმდეგ. ამ მომენტისთვის გუნდი, ასე თუ ისე, კარგ კონდიციაშია. დანარჩენი იქ გამოჩნდება. საკმაოდ ძლიერ გუნდებთან გვიწევს თამაში", - ამბობს  ლევან ბაჯელიძე.  




საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ელიტ-რაუნდისთვის ბოლო მოსამზადებელი პერიოდი 9 მარტიდან დაიწყო. თბილისურ შეკრებაზე ლევან ბაჯელიძეს 20 ფეხბურთელი ჰყავდა გამოძახებული. ჩვენი გოგონები 19 მარტს გამთენიისას  უნგრეთში გაემგზავრება, სადაც პირველად, საქართველოს ქალთა ფეხბურთის ისტორიაში ელიტ-რაუნდში იასპარეზებს. 21-27 მარტის ჩათვლით ქართველი გოგონები ელიტ-რაუნდის  I  ჯგუფში ინგლისის, მასპინძლი უნგრეთისა და საბერძნეთის ნაკრებებთან ერთად ითამაშებენ.

საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრები ელიტ-რაუნდის თამაშებს შემდეგი თანმიმდევრობით ჩაატარებს:

21/03/2019 ინგლისი - საქართველო

24/03/2019 საბერძნეთი - საქართველო

27/03/2019 საქართველო - უნგრეთი




დაწვრილებით იხილეთ ბმული