ქართველი მორაგბეების საჩუქარი კალათბურთელებს
ქართველი მორაგბეების საჩუქარი კალათბურთელებს
05.09.2017
ავტორი:

ისრაელთან თამაშამდე, ბორჯღალოსნებმა ქართველ კალათბურთელებს სახელობითი სათამაშო სარაგბო ფორმები გაუგზავნეს და ევრობასკეტზე დარჩენილ შეხვედრებში წარმატება უსურვეს.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს, ქართველი მორაგბეების საჩუქარი, სახელობითი მაისურები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ გადასცა.
#ევრობასკეტი2017 #რაგბი #კალათბურთი #საქართველო