„დინამო არენას“ სალაროებში საქართველო-შვეიცარიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
„დინამო არენას“ სალაროებში საქართველო-შვეიცარიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
16.03.2019
ავტორი:

უეფა-ს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა „დინამო არენას" სალაროებში დაიწყო. პარალელურად 9 მარტიდან გრძელდება ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმშიც, საიტზე TKT.ge. მატჩზე დასასწრებად ბილეთი ყველა გულშემატკივარს სჭირდება, მათ შორის ბავშვებს. ბილეთების ფასი კი  5, 10, 15 და 25 ლარს შეადგენს.

საქართველო - შვეიცარიის მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა გულშემატკივარს „დინამო არენას" სალაროებში 11:00-დან 19:00-მდე შეეძლებათ. ამას გარდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივარს შეახსენებს, რომ ისევე როგორც ერთა ლიგის გათამაშების დროს, ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის საშინაო თამაშების ყველა ბილეთზე მითითებულია კონკრეტული შესასვლელი. ამიტომ სფფ გულშემატკივარს სთხოვს, რომ სტადიონზე მოსახვედრად გამოიყენონ ბილეთზე მითითებული კონკრეტული კარი (GATE) კარი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი, 23 მარტს, 18:00 საათზე, თბილისში,  "დინამო არენაზე" გაიმართება. ამ შეხვედრისთვის მოსამზადებელ ეტაპზე კი, რომელსაც საქართველოს ნაკრები 18 მარტიდან დაიწყებს ვლადიმირ ვაისს გამოძახებული შემდეგი ფეხბურთელები ჰყავს  მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი); მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია); ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), თორნიკე ოქრიაშვილი;  თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი). ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)