ნინო წიკლაური - ერთი პირველი და ერთიც მეორე ადგილი

17.03.2019
ავტორი:
ქართველმა მოთხილამურემ, ნინო წიკლაურმა დღეს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის FIS-ის ეგიდით გამართული სარეიტინგო შეჯიბრი მოიგო გიგანტური სლალომში. იტალიის სამთო კურორტ პასო სან პელეგრინოში მიმდინარე ასპარეზობაში 10 ქვეყნის 110-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ეტაპის მოგების შემდეგ, ნინომ, 31 ქულა მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა.
დღევანდელ სტარტამდე, ნინომ, პასო სან პელეგრინოში კიდევ ერთ სარეიტინგო შეჯიბრში იასპარეზა წარმატებით. სლალომში ქართველმა სპორტსმენმა მეორე შედეგი უჩვენა. სტარტი კი მასპინძელმა, იტალიელმა მოთხილამურემ სოფია გრაფი ბრუნორომ მოიგო. მესამე ადგილზე ამერიკელი ბრიანა ტრუდეო გავიდა.





ჩვენ








