დასაძლევია რუმინული ბარიერი
დასაძლევია რუმინული ბარიერი
05.09.2017
ავტორი:

10 სექტემბერს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთში გაემგზავრება. ევროპის ჩემპიონატის ორრაუნდიანი პლეიოფის პირველი  რაუნდში, ქართველებს რუმინეთში უწევთ თამაში. მატჩი, 12 სექტემბერს, რუმინეთის ქალაქ დევაში ჩატარდება.

ავთანდილ ასათიანმა ამ შეხვედრებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.  მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი),ალექსანდრე ჯამბურია (ტატიშვილი,თბილისი),თორნიკე ბუკია (სპარტაკი,მოსკოვი),დავით კეპაშვილი (გერენია, კვიპროსი); წინა ხაზი: ლევან კობაიძე (ტატიშვილი,თბილისი), შოთა თოფურია (თელასი,თბილისი), გია ნიყვაშვილი (აგორა,თბილისი), კახა მაისაია (თელასი,თბილისი), ნიკა კურტანიძე (თსუ), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი,თბილისი), დავით ბობოხიძე (ტატიშვილი,თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში,ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში,ბელარუსი), რონინიო და სილვა (ხერსონი,უკრაინა), ზურაბ ლუკავა (სვეიკი, მალტა), შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი,მალტა), მურთაზ კაკაბაძე (ტატიშვილი,თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე (პოლიტეხი,რუსეთი).

ეროვნული ნაკრები ამ დროისთვის, არასრული შემადგენლობით ემზადება. რამდენიმე ლეგიონერი გუნდს რუმინეთშივე შეუერთდება. მანამდე კი, 9 სექტემბრის ჩათვლით გუნდი, სასტუმრო „მოხალისეშია" დაბინავებული და ახალ სპორტის სასახლეში ვარჯიშობს. რუმინეთიდან, ფუტსალის ნაკრები, უკვე სრული შემადგენლობით დაბრუნდება საქართველოში და მეორე რაუნდისთვის მოემზადება, რომელიც თბილისში, 26 სექტემბერს ჩატარდება. პლეიოფში რუმინეთთან გამარჯვების შემთხვევაში, 2018 წელს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ევროპის საუკეთესო 12 ნაკრებს 2018 წლის იანვარ-თებერვალში სლოვენიის ქალაქი ლუბლიანა უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, ფლეი-ოფში თამაშის უფლება, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ორ საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ მოიპოვა.