პირობითი და რეალური ფავორიტი ორ ვლადიმირს შორის
პირობითი და რეალური ფავორიტი ორ ვლადიმირს შორის
22.03.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რა სტილს თამაშობენ ქართველები, რუსულს - ძალისმიერ ფეხბურთს, გაზავებულს ბრაზილიური ელემენტებით თუ, ქართულს - ტექნიკურს, გამოკვეთილი ინდივიდუალიზმით? თემა, რომელიც შვეიცარიის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ მატჩამდე გამართულ ერთ-ერთ ბოლო პრესკონფერენიაზე წამოჭრა დღესაც, „დინამო არენაზე" უშუალოდ, საქართველო-შვეიცარიის მატჩის წინ, ტრადიციულო შევხვედრის დროს მედიასთან, კვლავ, აქტუალური იყო. თუმცა, უფრო ქართველი ჟურნალისტებისთვის, რომელთა ნაწილიმა, ქართული ფეხბურთის სტილის რუსულთან შედარება შეურაცხმყოფელად ჩათვალა და ეს გარემოება პრესკონფერენციის მსვლელობისას თავად შვეიცარიის მთავარ მწვრთნელსაც დაუფიქსირა.




 „ჩემი ნათქვამი ნიშნავდა, რომ ეს იყო ნარევი ორ საფეხბურთო სტილს შორის, თორემ ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ფეხბურთს თამაშობდა „დინამო თბილისი", წარმატებულს და ლამაზ ფეხბურთს", - ასეთი იყო პეტკოვიჩის პასუხი ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე.

დღეს საღამოს, პეტკოვიჩის სამწვრთნელო შტაბი და გუნდი, საქართველოს ნაკრების თამაშსს, კიდევ ერთხე გააანალიზებენ. ძლიერი და სუსტი მხარეები უნდა განვიხილითო, რადგან ამ ეტაპზე რაც ვიცით, ისაა, რომ საქართველოს საკმაოდ აგრესიულ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს, ფიზიკურადაც ძალიან ძლიერები არიან და ამას გარდა, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში თამაშობენ და შესაბამისად, სხვადასხვა სტილიც შესწავლილი აქვთ. ამდენად,  რა თქმა უნდა, ეს უნდა გავითვალისწინოთ და ამის მიხედვით გავაანალიზოთ, კონკრეტულად რაზე უნდა შევჩერდეთო. შვეიცარელთა მთავარი მწვრთნელის ასეთი სიფრთხილის მიუხედავად, სტუმარი გუნდი საკუთარ თავში ზედმეტად თვითდაჯერებულია. თუმცა, გუნდის საერთაშორისო რეიტინგის გათვალისწინებით, შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელებს ცხვირის აწევის საბაბი აქვთ.




„რა თქმა უნდა, ბელგიასთან თამაშს ჰქონდა გარკვეული ზეგავლენა. ჩვენ 4 თვეა ვმუშაობთ ფორმის შენარჩუნებაზე და ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ფორმის ჩვენება, რადგან არ გვინდა სამუშაო წყალში გადავყაროთ. წარმატების რეცეპტი ძალიან მარტივია - ბევრი შრომა, 100%-ით მზადყოფნა. სწორედ ამის ხარჯზე ვაღწევთ წარმატებას ბოლო წლებში, მაგრამ თავხედები და ქედმაღლები არასდროს ვყოფილვართ. სწორედ ასე უნდა ვითამაშოთ ხვალ, მოედანზე დავდოთ რაც შეგვიძლია და სახლში სამი ქულით დავბრუნდეთ. ფეხბურთელები გვაკლია, მაგრა ეს ყოველთვის ხვდება და გვაქვს იმის რესურსი, რომ ეს დანაკლისი შევავსოთ. ასე, რომ ეს არ იქნება ჩვენთვის დიდი პრობლემა", - ამბობს პეტკოვიჩი.




ახლა, სადამდე ექნებათ შვეიცარლებს „ცხვირი აწეული" დროის ამბავია. ყოველ შემთხვევაში, ევროპის ახალი შესარჩევის წინ, ქართველ ფეხბურთელებსაც და ქომაგებსაც დიდი იმედი გვაქვს, რომ ხვალ თამაშის შემდეგ, საქმე სხვაგვარად იქნება. შვეიცარიის ნაკრებს საქართველოში 3 წამყვანი ფეხბურთელი აკლია. გუნდთან ერთად არ არიან ადმირ მეჰმედი, შერდან შაქირი და ჰარის სეფეროვიჩი.

„ჩვენ ვიცით, რომ არ არის ჩამოსული 3 ძირითადი მოთამაშე, მაგრამ მეორეს მხრივ არიან სხვა ფეხბურთელები. შვეიცარელთა გუნდს, დაახლოებით 2-2 პოზიციაზე ჰყავს ისეთი შემცვლელები, რომლებსაც ამავდროულად, სხვა პოზიციაზეც შეუძლიათ თამაში. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, გუნდში ბევრი ცვლილებაა და ვნახოთ, პეტკოვიჩი როგორ შემადგენლობას დააყენებს. ჰყავთ ბევრი კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელი. ჩვენც ყველა ვარიანტს განვიხილათ. ჩვენც ბევრი გვაქვს შესაცვლელი და ვნახოთ, ვის უფრო გაუმართლებს", - ამბობს ვლადიმი ვაისი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.




ვლადიმირ ვაისის გუნდი ხვალ შეეცდება „დინამო არენაზე" მოსულ ქომაგს ტექნიკური თამაში აჩვენოს, ისე, რომ ფეხბურთის ქართული სტილიც არ დაიკარგოს. ეს ისე, ჩვენი ვლადიმირის პასუხი შვეიცარელი სეხნიის უკვე ცნობილი გამონათქვამიდან გამომდინარე. დღეს, კი ქართველთა ვლადიმირმა, ჩვენი ნაკრების პროგრამა მინიმუმზე და მაქსიმუმზე ისაუბრა და საკმაოდ თამამი სურვილიც გააჟღერა, რომ ერთა ლიგის „საგზურის" მოლოდინში, ევრო 2020-ის დასკვნით ეტაპზე ის, ამ შესარჩევი ჯგუფინდანაც ეცდება გავიდეს.




„ჩვენ გვინდა ვითამაშოთ ბოლომდე და არ გადავდოთ საქმე მარტისთვის. ჩვენ ვეცდებით მაქსიმუმ გავიდეთ ამ ჯგუფიდან ევროპაზე. მინიმუმი, ყველა თამაშზე 100 %-ით დავიხარჯოთ და ვიბრძოლოთ ყველა ქულისთვის. ვიმუშაოთ იმით, რაც გვაქვს და არ ვიწუწუნოთ, რომ არ გვყავს ჩაკვეტაძე, დვალი... დაგვიბრუნდნენ ბიჭები ტრავმის შემდეგ და უნდა გადავწყვიტოთ, კონკრეტული თამაშისთვის ვინ რა კონდიციაშია, რომ შემადგემლობა ოპტრიმალურად დავაყენოთ", - ამბობს ვაისი.




დღეს ვაისს ლევან ხარაბაძეზე და ვატო არველაძეზეც შეეკითხნენ. ვაისის პასუხი მარტივი იყო - როგორც წესი, ფეხბურთში ვიღაც იხსნება და ვიღაც იკარგება. კარგია, რომ ლევანი მის ასაკში, მხოლოდ 18 წლისაა და თავის გუნდში კარგად თამაშობს, იმკვიდრებს ადგილს, ისევე როგორც ეს თავის დროზე ჩაკვეტაძემ მოახერხაო. რაც შეეხება არველაძეს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, ის, სისტემატურად აკვირდება ვატოს თამაშს.  „ის თავის გუნდში კარგად თამაშობს, ტურიდან ტურამდე დაგვანახა, რომ კარგ ფორმაშია და არაა გამორიცხული ხვალინდელ თმააშშიც ვიხილოთ",  - თქვა მან.




ხვალინდელ თამაშში, დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებს გიორგი მერებაშვილი. გუშინ გამართული ვარჯიშს დროს, პოლონური „ვისლას" მოთამაშემ მუხლი იტკინა და დღეს, ეროვნულის ბოლო ვარჯიშშიც მონაწილეობა ვერ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა გიორგი ნავალოვსკიმ, ვაისმა პრესკონფერენციაზე ხვალ მისი მონაწილეობა სასტარტო შემადგენლობაში არც დაადასტურა და არც უარყო. ერთია, რომ „ნავალას" გამოცდილებას ხაზი გაუსვა. ასე, რომ გუნდში არსებული რესურსიდან გამომდინარე, ხვალ საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა, ბევრად უფრო საინტერესო შეიძლება იყოს, ვიდრე გვგგონია.




„ჩვენ გვაქვს პატივისცემა მოწინააღმდეგესთან, მაგრამ ვიბრძოლოებთ ბოლომდე. 3 წელი ვიმუშავეთ. პეტკოვიჩმა სწორედ თქვა, რომ ისინი ხვალინდელ თამაშში არიან ფავორიტები. ისინი ამ თამაშში კი არა, ჯგუფშიც არიან ფავორიტები. მაგრამ ჩვენი გუნდიც კარგია და ხვალ ბოლომდე დავიხარჯებით" - ამბობს ვლადიმირ ვაისი.

რამდენად შეძლებს შვეიცარიის ნაკრები „დინამო არენაზე" იყოს ფავორიტი", ამას ხვალინდელი დღე გაარკვევს. ამ მომენტისთვის საქართველო-შვეიცარიის თამაშზე 34 ათასზე მეტი ბილეთია გაყიდული. მსოფლიოში მე-7 ადგილზე მყოფ გუნდს კი 450 ქომაგო ჩამოჰყვა.

 

ერთა ლიგის ჯგუფზე ძლიერი მეტოქეები შესახებ ქართველი ფეხბურთელები:

 

ოთარ კაკაბაძე: „ერთა ლიგის ჯგუფში ამ დონის ნაკრებები არ გვყოლია, მაგრამ ვთვლი, რომ ახლა ძალიან კარგი ნაკრები გვყავს და შევძლებთ, მათთან თანაბარ ბრძოლას. ჩვენც გვაქვს დანაკლისი და მათაც, მაგრამ „დინამო არენაზე" ჩვენ მოვახერხებთ, რომ გულშემატკივრის მხარდაჭერით,  მიზნის მივაღწიოთ"




ოთარ კიტეიშვილი: „მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს შვეიცარიასთან. ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი შეხვედრაა და რა თქმა უნდა, ამაღლებული განწყობით ვხდებით ამ მატჩს. გვაქვს დანაკლისი, გიორგი ჩაკვეტაძის სახით, რომელიც გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. თუმცა, გვყავს ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებიც მის შეცვლას შეეცდებიან და ლიდერობას საკუთარ თავზე აიღებენ. შვეიცარიის ნაკრებს რაც შეეხება, ევროპაში, ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია და განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა. მაყურებელს კიდევ მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ და გვიქომაგონ, რადგან საკუთარ კედლებში თამაშის დროს, გულშემატკივრის მხარდაჭერა, ძალიან გვჭირდება. ეს მხარდაჭერა, დამატებითი მოტივაციაა".




ვაკო გვილია: „შვეიცარიასთან, რომელიც ამ ეტაპზე ძალიან ძლიერი გუნდია და ევროპაში დომინირებს, ადვილი თამაში ნამდვილად არ გველის, მაგრამ ჩვენ საკუთარ თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად."





საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შვეციარიის მატჩის წინ -  მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი); მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია); ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), თორნიკე ოქრიაშვილი; თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).




შეგახსენებთ, საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებთა მატჩი 23 მარტს, „დინამო არენაზე" 18:00 საათზე დაიწყება. სტადიონზე შესასვლელი კარებები მატჩამდე 2 საათით ადრე გაიხსნება. ყველა გულშემატკივარს, მათ შორის ბავშვებს, სტადიონზე მოსახვედრად, ესაჭიროებათ ბილეთები. ასევე, ყველა გულშემატკივარი, სტადიონზე, კონკრეტულად ბილეთზე მითითებული კარიდან უნდა შევიდეს.






ოტო: თამარ ჯიშკარიანი