
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა დღეს, 2019 წლის პირველი შეხვედრა მოიგო. ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მატჩებამდე, გია ცეცაძის გუნდმა მოსამზადებელი ეტაპის პირველი თამაში გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე სლოვენიის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ გამართა.
შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა. თუმცა, ჩვენმა ახალგაზრდებმა გოლი, მხოლოდ მეტოქის უხეში შეცდომისა და მათივე დახმარებით გაიტანეს. ასეა თუ ისე, სლოვენიელთა კართან ზედიზედ შექმნილი რამდენიმე სტანდარტული შემდეგ, შეხვედრის 33-ე წუთზე, დავით კობოურმა ანგარიში გახსნა, 1-0.
სლოვენიელთათვის მოულოდნელი სიურპრიზით დაიწყო მეორე ტაიმი. ამ მომენტშიც, მთავარი მოქმედი „გმირი" კობოური იყო. ახალგაზდრული ნაკრებისა და „დინამო თბილისის" მცველი, მეკარესთან პირისპირ გადიდოდა, რა დროსაც ის საჯარიმოში მოცელეს. შეხვედრის არბიტრტმა გიორგი ვადაჭკორიამ კი, 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც ზუსტად შეასრულა გიორგი არაბიძემ, 2-0.
კიდევ ერთი გოლი, ამ შეხვედრაში 89-ე წუთზე გავიდა. სამამდე ანგარიში გიორგი არაბიძემ გაზარდა და თავად კი, დუბლი გაიფორმა. შეხვედრა გია ცეცაძის გუნდის გამარჯვებით, 3-0 დასრულდა.
მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ქართველი ახალგაზრდები კვლავ გორში, 26 მარტს, ამჯერად ისრაელის ნაკრების წინააღმდე გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ საქართელოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება. აღნიშნულ ტურნირში, ქართველთა გუნდი 2019 წლის სექტემბრიდან ჩაერთვება. მანამდე კი გია ცეცაძე იმედოვნებს, რომ მოსამზადებელი პერიოდი ნაყოფიერად ჩაივლის და სექტემბრის ბოლოსთვის, უფრო კი ოქტომბრისთვის, როდესაც საქართველოს ახალგაზრდებს, შვეიცარიის წინააღმდეგ ექნებათ მატჩი ჩასატარებელი, ჩვენი ახალგაზრდული კარგ კონდიციაში იქნება.
დღევანდელი და 26 მარტის მატჩებისათვის, გია ცეცაძეს შემდეგი შემადგენლობა ჰყავს გამოძახებული: მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), ლუკა სანიკიძე (თელავი); მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), დავით კობოური (დინამო თბილისიილისი), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ილია ბერიაშვილი (თელავი), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ნიკა მალი (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო); ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დილა), ნიკა ნინუა (დინამო თბილისი), გიორგი ქოჩორაშვილი (ხირონა, ესპანეთი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), თემურ ჩოგაძე (რუსთავი), ზუკა დავითაშვილი (ლოკომოტივი); თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი).





ჩვენ








