ახალი შესარჩევი საქართველოს ნაკრებმა მარცხით დაიწყო
ახალი შესარჩევი საქართველოს ნაკრებმა მარცხით დაიწყო
23.03.2019
ავტორი: ნინი ვაშაკიძე

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის პირველი მატჩი ''დინამო არენაზე'' შვეიცარიის წინააღმდეგ ჩაატარა. D ჯგუფის ფავორიტად მიჩნეული შვეიცარიის ნაკრებთან, ვაისის გუნდმა მხოლოდ, პირველ ტაიმს გაართვა თავი. მთელი შეხვედრის განმავლობაში, სტუმრები, როგორც აანონსებდნენ პირველ ნომრად თამაშობდნენ. მეორე ტაიმში, პირველი გაშვებული გოლის შემდეგ კი, ჩვენი გუნდი, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც კი, დღეს ჩანდა, რომ შებოჭილად გამოიყურებოდა, სავსე ტრიბუნებისა და გულშემატკივრის აქტიურობის მიუხედავად, გატყდა. მატჩის შემობრუნება, ვერც შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა მოახერხეს. საბოლოოდ,  ვლადიმირ ვაისის გუნდმა ახალი შესარჩევი ციკლის პირველი შეხვდრა 0-2 წააგო.




დაძაბული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან გიორგი ქვილითაიამ ისაუბრა:

„რთული თამაში იყო, პირველ ტაიმში, ვთვლი, რომ თანაბრად ვითამაშეთ და ჩვენ უფრო მეტი რეალური მომენტი გვქონდა. მატჩის მეორე ნახევარში ფიზიკური კონდიციები დაგვაკლდა, რამდენიმე ფეხბურთელი ახალი დაბრუნებულია მოედანზე ტრავმის შემდეგ და პრაქტიკა გვაკლდა. რაც შემეხება მე. დაახლოებით 8 თვეა რაც ასეთ დონეზე არ მითამაშია, ყაზახეთს თუ არ ჩავთლით. არ იყო ადვილი ამდენი ტრავმის შემდეგ მოედანზე გამოსვლა, მაგრამ ვეცადე და რაც შევძელი გავაკეთე", - ამბობს გიორგი ქვილითაია.




„თამაშს დადებითად ვერ შევაფასებ, ეს შედეგი მიუღებელია. ჩემგან კომპლიმენტი მეტოქეს, ძალიან კარგი და მაღალი დონის ფეხბურთი შემოგვთავაზეს. ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო სავსე სტადიონი და მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს. მიუხედავად იმისა, რომ 4 თვეა არ მითამაშია და ახლა 90 წუთის თამაში მომიწია, დისკომფორტი არ მიგრძვნია. შემიძლია ვთქვა, რომ ირლანდიაში მოსაგებად ჩავდივართ", - ამბობს ოთარ კაკაბაძე.




დღევანდელი შეხვედრა სტაბილურად ჩაატარა გიორგი ლორიამ და გულშემატკივრის დიდი სიმპატია დაიმსახურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის კარგი თამაში, რომ არა, დრევანდელ თამაში, დიდი ალბათობით, სხვა შედეგით დასრულდებოდა. ლორიამ, მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ შვეიცარიის ნაკრებმა საქართველოზე უკეთ ითამაშა.

„შვეიცარიის ნაკრებმა ჩვენზე უკეთ ითამაშა და შესაბამისად მოგვიგეს კიდეც. რაც შეეხება მომდევნო მატჩს, შანსები 50/50 ზეა, დანარჩენი უშუალოდ თამაშის დროს გადაწყდება, წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ", - აღნიშნა ლორიამ.




საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას, 26 მარტს, სტუმრად ირლანდიაში გამართავს. ჩვენი გუნდი დუბლინში ხვალ, დილის 10 საათზე, ჩარტერული რეისით გაფრინდება.

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა"

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე (84' კაჭარავა), ქვილითაია (74' ლობჟანიძე), ტაბიძე (60' კვერკველია), გვილია

სათადარიგო შემადგენლობა: კვასხვაძე, მაკარიძე, კიტეიშვილი, არველაძე, პარუნაშვილი, ხარაბაძე, ჭანტურიშვილი, ჯიღაური, ნავალოვსკი

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

შვეიცარია: სომერი, ლიხშტაინერი, აკანჯი, ემბოლო (84' სტეფენი), ფროილერი (90' სოუ), ჯაკა, როდრიგესი, ცუბერი, ზაქარია, გავრანოვიჩი (60' აიეტი), შარი

სათდარიგო შემადგენლობა: მვოგო, ომლინი, ბენიტო, ელვედი, ლანგი, ფასნახტი, კლოზე, მბაბუ

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი

მსაჯები: კრეიგ პოუსონი (ინგლისი), ლი ბეტსი (ინგლისი), გარი ბესვიკი (ინგლისი), ენტონი ტეილორი (ინგლისი)

გაფრთხილება: 70' კაშია, 76' ხოჭოლავა, 89' ჯაკა, 90+2' გვილია

გოლები: 0-1 ცუბერი (56), 0-2 ზაქარია (80)


მასალა მოამზადა ნინი ვაშაკიძემ

ფოტოები - თ.ჯ.