
გურამ გოშთელიანმა 22 მარტს, სკ „ზესტაფონის" საფეხბურთო ბაზაზე TSFF.GE-სთან საუბარში განაცხადა, რომ მომდევნო დღიდან ის, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის „საბურთალოს" რიგებს, საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე დატოვებდა.
„რეალურად ახალ გუნდთან კონტრაქტი ერთწლიანია. თუმცა, ამავე კონტრაქტში წერია, რომ ზაფხულში „საბურთალოში" დაბრუნება შემიძლია. შესაბამისად, აღნიშნულ კონტრაქტსაც იმიტომ დავთანმხდი, რომ ზაფხულამდე მეტი სათამაშო დრო და პრაქტიკა მექნებოდა. ამავდროულად, გორის „დილასაც" სურვილი ჰქონდა, რომ მათ მივხვმარებოდი. ჩემთვის კი, მთავარია, რომ მეტი ვითამაშო და „ძველი გოშთელა" დავაბრუნო", - აღნიშნა გურამ გოშთელიანმა.
საფეხბურთო კლუბი „საბურთალოს" აღზრდილი გურამ გოშთელიანი, იმ გამონაკლისს ფეხბურთელთა რიცხვს განეკუთვნება, რომელსაც სხვა გუნდში სათამაშო პრატქიკა არ აქვს და ამ საიჯარო კონტრაქტამდე, მხოლოდ „საბურთალოს" ღირსებას იცავდა. 22 წლის ფორვარდი, რომელიც წლების მანძილზე სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების შემადგენობაშიც თამაშობდა, მოხშირებული ტრავმების გამო იძულებული გახდა დროებით, ჩემპიონის რიგებში სათადარიგო სკამზე გადაენაცვლა.
დეტალი - 2013 წლიდან გუკა გოშთელიანს, „საბურთალოს" მაისურით 98 მატჩი აქვს ჩატარებული და 39 გოლი გატანილი.
საფეხბურთო კლუბმა „დილამ" დღეს, აღნიშნული ცვლილების შესახებ საკუთარ გვერდზე დაწერა. სიახლე დაგვიდასტურეს „საბურთალოშიც". გია ჭიაბრიშვილის აზრით, „საბურთალოსა" და „დილას" შორის მოლაპარაკებების პროცესში, მხოლოდ ფეხბურთელის გადაწყვეტილებას ელოდნენ და თუკი, მას ხელშეკრულების პირობები აკმაყოფილებდა, „საბურთალო" საწინააღმდეგოს ვერაფერს ხედავდა. რაც შეეხება, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლებამდე სხვა მოსალოდნელ ცვლილებებს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის რიგში, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ იყო ვარიანტი, თუმცა, ფეხბურთელი, რომლის ჩამოსვლასაც სანაკრებო შესვენების დროს ელოდნენ, ამ მომენტისთვის კლუბთან კავშირზე არ გამოსულა.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლების შემდეგ, გურამ გოშთელიანის ახალი გუნდი, გორის „დილა" გორში, თენგიზ ბურჯანაძეზე თბილისის „ლოკომოტივს" უმასპინძლებს. „საბურთალო" კი, „დინამო არენაზე" „დინამო-თბილისს" დაუპირისპირდება.





ჩვენ








