
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მაიამის მასტერსის მესამე წრე წარმატებით გაიარა. ქართველმა ჩოგბურთელმა, ჰოლანდიელი რობინ ჰაასე 2 სეტში, ანგარიშით 7-6 6-3 დაამარცხა. ბასილაშვილს, გამარჯვებისთვის 1 საათი და 33 წუთი დასჭირდა. მომდევნო წრეში ნიკოლოზის მეტოქე მსოფლიოს 57-ე ჩოგანი , კანადელი Felix Auger-Aliassime-ია.
წარმატებით მიიწევს წინ ნიკოლოზ ბასილაშვილი წყვილთა გათამაშებაშიც. ქართველი მეწყვილე რადუ ალბოტთან ერთად დღეს, 25 მარტს, ტურნირზე მე-5 ნომრად განთესილ, ხორვატ Mate Pavic ის და ავსტრიელი Oliver Marach ის წყვილს დაუპირისპირდება.
ამ დროისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილმა 48,775 დოლარი და 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა, მაიამის მასტერსის ტურნირის ძირითადი ბადის პირველ მატჩი 22 მარტს გამართა. ქართველი ტურნირზე მე-17 ნომრად არის განთესილი და შესაბამისად, ტურნირი პირდაპირ მეორე წრიდან დაიწყო. მისი მეტოქე მსოფლიოს 75-ე ჩოგანი, გერმანელი მიშა ზვერევი იყო. მატჩი ბასილაშვილმა 6-3, 6-2 მოიგო.





ჩვენ








