ბაადურ ჯობავა შემდეგ ეტაპზე გავიდა

06.09.2017
ავტორი: თაკო კაპანაძე
სასიხარულო ამბავი ქართული ჭადრაკის მოყვარულებს. მსოფლიო თასზე, რომელიც თბილისში მიმდინარეობს, ბაადურ ჯობავამ ესპანელ ივან ლოპეს სალგადოს სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი 25 წუთიანი მატჩი საყაიმო გამოდგა. დამატებით 10 წუთიან პარტიაში კი ჯობავამ პირველი მოიგო, თუმცა მეტოქემ გაუთანაბრა. ყველაფერი 5 წუთიანმა პარტიებმა გადაწყვიტა, რომელიც ქართველის გამარჯვებით დასრულდა.
ჯობავას შემდეგი მეტოქე, ჩინელი დიდოსტატი იუ იანგი იქნება.





ჩვენ








