
სოფიკო შაფათავა საფრანგეთის Croissy-beaubourg -ის საერთაშორისო ტურნირის წყვილთა თანრიგში ასპარეზობს. მისი მეწყვილე თურქი პემრა ოზგენია. ქართულ თურქული წყვილი პირველ მატჩს სლოვაკ რებეკა სრამკოვას და ბულგარელ იულია ტერზიისკას წინააღმდეგ გამართავს .
ანა მაქაცარია ტუნისშია და ტაბარკას ქალთა საერთაშორისო ტურნირის ერთეულთა და წყვილთა თანრიგის ძირითად ბადეში მონაწილეობს. ერთეულთა გათამაშების პირველ მატჩს,19 წლის ნორვეგიის წარმომადგენელ მალენა ჰელგოს წინააღმდეგ გამართავს . წყვილთა თანრიგში ანას მეწყვილეა დანიელი Olga HELMI. მათი პირველი მეტოქე , ტურნირზე მეორე ნომრად განთესილი, იტალიელი Camilla SCALA და Martina SPIGARELLI -ი იქნება.
ეკატერინე გორგოძემ წარმატებით დაასრულა ბრაზილიური ტურნეს მეორე ტურნირი. კურიტიბაში გამართულ ღონისძიებაზე ერთეულთა თანრიგში მეოთხედფინალი, ხოლო წყვილთა თანრიგში ფინალური მატჩი ითამაშა . დღეიდან ბრაზილიის კამპინას ტურნირზე გადაინაცვლა, სადაც პირველ ნომრად არის განთესილი. პირველ წრეში მისი მეტოქე ბრაზილიელი Gabriela CE-ა. ძირითადი ბადის გათამაშება სტარტს დღეს, 26 მარტს აიღებს და ეკატერინე ცენტრალურ კორტზე დაახლოებით 18:30 წუთზე გავა. ტურნირის მიმდინარეობას თვალი მიმაგრებული ბმულის საშუალებით ადევნეთ.
ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსის მერვედფინალურ მატჩს კანადელი ჩოგბურთელის, მსოფლიოს 57-ე ჩოგანის, Felix Auger-Aliassime-ს წინააღმდეგ დღეს 20.00 საათზე გამართავს . დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში, ნიკოლოზ ბასილაშვილი ხორვატ Borna Coric (13) და ავსტრალიელი Nick Kyrgios (33) შორის გამარჯვებულს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზი და Felix Auger-Aliassime ერთმანეთს პირველად ხვდებიან. რაც შეეხება ბასილაშვილს და Borna Coric შორის სტატისტიკას: ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ და მათ შორის ანგარიში 3-2 Borna Coric სასარგებლოდ არის. ბასილაშვილის და Nick Kyrgios შემთხვევაში სტატისტიკა ასე გამოიყურება. ერთმანეთს ერთხელ შეხვდნენ და მატჩი ავსტრალიელის სასარგებლოდ დასრულდა.
საქართველოს ჩოგბურთს ფედერაციის ინფორმაცია





ჩვენ








