
თბილისში, 29-31 მარტის ჩათვლით, ტრადიციული ძიუდოს საერთაშისო ტურნირი აიღებს სტარტს. აღნიშნულ შეჯიბრში, საქართველოს ნაკრები როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა ასპარეზობებზე იქნება წარმოდგენილი. თბლისის გარნ პრიმდე, ჩვენი ქვეყნის ძიუდოს ფედერაციამ, ტურნირში მონაწილეთა შემადგენლობა დააანონსა და იქვე, არ გამორიცხა, რომ შემადგენლობაში შესაძლოა ცვლილებებიც მომხდარიყო.
-60კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე, ირაკლი კუპატაძე.
-66კგ - ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი გუგულაშვილი, ნიკო ჭიკაიძე, გიორგი თუთაშვილი.
-73კგ - ფრიდონ გიგანი, ვალერი იაშვილი, ლაშა გიუნაშვილი, გიორგი ჩიხელიძე.
-81კგ - ტატო გრიგალაშვილი, კობა მჭედლიშვილი, გიორგი კაციაშვილი, ბექა დონღვანი.
-90კგ - ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი.
-100კგ - ონისე სანებლიძე, ლაშა ტაველური, გიორგი ბერიაშვილი, გიორგი ჩიქოვანი.
+100კგ - ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი, გელა ზაალიშვილი, ონისე ბუღაძე.
-48კგ - ნატალია ყიფშიძე, მარი მახარაშვილი, მარიამ ციხელაშვილი.
-52კგ - მარიამ ჯანაშვილი, ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი.
-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი.
-63კგ - მზია ბებოშვილი.
-70კგ - მარიამ ჭანტურია.
+78კგ - სოფიო სომხიშვილი.
როგორც ჩანს, შემადგენლობაში შესაძლებელი ცვლილებების დაანონსებისას, საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ტურნირში, გურამ თუშიშვილის მონაწილეობა, არმონაწილეობის საკითხის გადაწყვეტას ელოდა.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გურამ თუშიშვილი თბილისის გრან პრიზე ვერ იჭიდავებს. ამის მიზეზი გახდა გურამ თუშიშვილის მონაწილეობა შარშან ყაზახეთში გამართულ კურაშის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ახალი დებულების მიხედვით ძიუდოისტებს, რომლებიც არიან ძიუდოს საერთაშორისო რეიტინგში ეკრძალებათ სპორტის სხვა ძალისმიერ სახეობებში მონაწილეობა. თუშიშვილმა ორთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რომლის ათვლა 25 მარტიდან დაიწყება.
საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დებულების შესახებ, რომელიც კრძალავს ნებართვის გარეშე ძიუდოისტების მონაწილეობას სხვა ძალისმიერ სპორტის სახეობებში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებებში, ინფორმირებული იყო. უფრო მეტიც, სანამ საერთაშორისო ფედერაცია ამ დებულებას მიიღებდა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ 2014 წელს თავად მიიღო დებულება, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრებს სპორტის სხვა ძალისმიერ სახეობებში შეთანხმების გარეშე მონაწილეობას უკრძალავდა. გურამ თუშიშვილის შემთხვევაში, კურაშის მსოფლიოს ჩემპიონატზე სპორტსმენის მონაწილეობის შესახებ საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ინფორმირებული არ იყო და თუშიშვილი ყაზახეთში გაემგზავრა დამოუკიდებლად.





ჩვენ








