
ქართველი ჩოგბურთელი ქალი მარიამ ბოლქვაძე სანტა მარჯერიტა დი პულას საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობს. პირველ წრეში მარიამი, იტალიელი კლაუდიე ჯიოვინეს შეხვდა და 2 სეტში 6-0, 6-1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ესპანელი ოლგა საეზ ლარა იქნება.
აღნიშნულ ტურნირზე, მარიამი წყვილთა თანრიგშიც ასპარეზობს. მისი მეწყვილე ესპანელი ნურია პარიზხა დიასია. დღეს, ისინი რუმინეთის წარმომადგენლებს დაუპირისპირდებიან.
სანტა მარჯერიტა დი პულას საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 25,000 დოლარია.
***
აქვე შეგახსენებთ, რომ მაიამის „მასტერსზე" მერვედფინალური ეტაპზე, ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის წარუმატებელი მატჩის შემდეგ, ქართველმა ATP-ის რეიტინგში მე-17 ადგილიდან, იმედი გვაქვს მხოლოდ დროებით, მე-18 ადგილზე დაიწია.
აღნიშნულ მატჩში, მისი მეტოქე იყო 18 წლის კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმი იყო, რომელმაც ამ ტურნირზე ხუთი მატჩი უკვე მოგებული ჰქონდა 1 საათი და 38 წუთი ბრძოლის შემდეგ, 18 წლის ჩოგბურთელმა კარიერაში პირველად „მასტერსის" სერიის ტურნირის მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა, მას შემდეგ რაც ჩვენი ნიკოლოზ ბასილაშვილი 7:6(4), 6:4 დაამარცხა.





ჩვენ








