დადგა დრო, თასი თბილისში დავტოვოთ
დადგა დრო, თასი თბილისში დავტოვოთ
28.03.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

აპრილში, შვიდი დღის მანძილზე, „დინამო თბილისის" აკადემიაში ქართული და მსოფლიო ფეხბურთის მიყვარულებს, შესაძლებლობა ექნებათ ფეხბურთის მომავალი თაობის ნაწილი იხილონ, დააკვირდნენ და დაიმახსოვრონ მათი სახელები. 15-დან 21 აპრილის ჩათვლით, თბილისი, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირს უმასპუნძლებს, რომელიც წლიდან წლამდე, ავტორიტეტსაც იხვეჭს და პოპულარობასაც.




„ტრადიციულ, ვიტალი დარასელიას ტურნირში წელს მონაწილეობას „დინამოს აკადემიის" გუნდი მიიღებს. ასაკით, 2004 წელს დებულ ბავშვებს უწევთ ასპარეზობა. ტურნირის ფორმატი ითვალისწინებს,  რომ გუნდებს 2003 წელს დაბადებული 5 ფეხბურთელის დამატება შეუძლიათ. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ „დინამო თბილისი" კარგი გუნდის  შეიკვრას მოახერხებს და ეს, შედეგზე აისახება",  - ამბობს TSFF.GE-სთან საუბარში, ვახტანგ იაგორაშვილი, „დინამოს აკადემიის" ამ ასაკობრივი გუნდის მთავარი მწვრთნელი.




საფხბურთო კლუბის „დინამო თბილისის" ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, წელს ვიტალი დარასელიას თასი 15-წლამდე ასაკის გუნდებს შორის ჩატარდება და ტურნირში 8 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირის ტრადიციული მონაწილის "დინამო თბილისის" გარდა, 2019 წლის გათამაშებაში კიდევ ერთი ქართული კლუბი -  სფფ- ს აკადემია იქნება წარმოდგენლი. განვლილი 3 წლის ტურნირის პრაქტიკიდან გამომდინარე, საწყის ეტაპზე ქართული კლუბები ერთ ჯგუფში არ მოხვდებიან. თუმცა, მიუხედავად ამისა, ორივე გუნდს ჯგუფში, ნებისმირი გადანაწილების მიუხედავად, საკმაოდ რთული და საინტერესო თამაშები ელით. ისევე, როგორც წინა გათამაშებებში, ამჯერადაც ვიტალი დარასელიას ტურნირში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ჩვენს მიერ დასახელებული ორი ქართული კლუბის გარდა, ორგანიზატორების მოწვევით თბილისში „ფეიენოორდი" (ჰოლანდია), „ბრაგა" (პორტუგალია), „ციურიხი" (შვეიცარია), „ვულვერჰემფთონი" (ინგლისი), „ემპოლი" (იტალია) და „დინამო კიევი" (უკრაინა) იასპარეზებენ.




„პროგნოზი, ცოტა უმადური საქმეა. „დინამო თბილისი", რომელიც წელს აიღებს სტარტს დარასელიას ტურნირში, ჩემი აზრით, კარგად დაბალანსებული გუნდია და ვფიქრობთ, არ შევარცხვენთ აკადემიას. დარასელიას ტურნირის ბოლო გათამაშებაში, შარშან, მართლა ძალიან ცოტა დაგვაკლდა. დასანანია, ფინალის დროს გამოუყენებელი 11-მეტრაინი, ბოლო წუთზე გაცუდებული 100 %-ანი საგოლე მომენტი.  ბევრი ნიუანსი შეიძლება ჩამოვთავლოდ, მაგრა რა თქმა უნდა, იყო გამოუცდელობაც. კიდევ იყო მოედნის ფაქტორი - ხელოვნურიდან, „დინამო არენაზე" თამაში - მიდნვრის საფარი, დიდი სივრცეები, რაც ვთვლი, რომ მოწინააღმდეგემ, უკეთესად გამოიყენა. ჩვენ კი, გაგვიჭირდა ერთ დღეში გადაწყობა," - ამბობს ვახტანგ იაგორაშილი.

ვიტალი დარასელიას თასი შარშან, ფინალურ შეხვედრაში „ესპანიოლსა" და „დინამო თბილისს" შორის გათამაშდა და ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა. სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ, ბარსელონაში ყოფნისას, TSFF.GE, ქართული ტურნირის მოქმედი გამარჯვებულის, „ესპანიოლის" აკადემიას ვესტუმრეთ და თბილისელი გულშემატკივრისთვის ნაცნობი გუნდის ვარჯიშსსაც დავესწარით. კატალონიელებს, მომავალშიც აქვთ სურვული მონაწილეობა მიიღონ დარასელიას ტურნირში, თუმცა, 2019 წელს, ტურნირზე, ესპანეთი არ იქნება წარმოდგენლი.




„ბუნებრივია, არც ერთი მეტოქის მიმართ შიში არ არის. ეს ტურნრი, საბოლოო ჯამში იმიტომ კეთდება, რომ აკადემიის ბავშვები გაიზარდონ და ნახონ რა არის ევროპული ფეხბურთი. ადვილად გადადგან ნაბიჯები ევროპული ფეხბურთისკენს. დარასელიას სახელობის ტურნირით, ძალიან დიდი საქმე კეთებდა. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ყოველ წელიწადს უკეთესმა გუნდებმა მოიყარონ  თბილისში თავი.  რეალურად, პოსტსაბჭთა ქვეყნებში კი არა, ევროპაშიც იშვიათია, ამ მასშტაბით და ასეთი ორგანიზებით ჩატარებული ტურნირები. გამიჭირდება რომელიმე გუნდის გამოყოფა. შესწავლის პროცესში ვართ.  გარკვეული გუნდების თამაშები მოვიძიეთ. სავარაუდოდ, ტრადიციულად ძლიერი იქნება ჰოლანდიური სკოლა. საინტერესო იქნება პორტუგალიური გუნდიც,  პორტუგალიურ-ესპანურ-ბრაზიულიური საფეხბურთო სტილის ნაზავით წარმოდგება „ბრაგა"... მაგრამ ჩვენც, კარგი გუნდი გვექნება", - ამბობს იაგორაშვილი.

როგორც ხედავთ, ტურნირში 2 ტრადიციული ქართული კლუბის გარდა, კვლავ იასპარეზებს „დინამო კიევი". ტრადიციულად დარასელიას ტურნირზე წარმოდგენილი იქნებიან კლუბები ჰოლანდიიდან და იტალიიდან. პორტუგალიას, შვეიცარიისა და ინგლისს კი წელს დარასაელიას ტურნირზე დებიუტი ექნებათ.




„დინამო თბილისის" აკადემიის  2004 წელს დაბადებული ბავშვები დღემდე, ძალიან კარგად ასპარეზობენ. რამდენიმე თვის წინ „ატეიტის თასი" მოვიგეთ, ვილნიუსში.  ტურნირზე, რომელშიც 24 გუნდი მონაწილეობდა. მომავალ ტურნირზე აქცენტებს ვაკეთებ მლიანად გუნდზე და არა, პერსონალურად კონკრეტულ სახელებზე. ფეხბურთი, გუნდური თამაშია, მაგრამ რა თქმა უნდა, გუნდიც ლიდერების გარეშე, არ არსებობს. იგივე 2003-წლიანებიდან ვისაც დავიმატებთ, მათ დარასელიას ტურნირში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ დაგროვილი. ამას ემატება, ჩვენი გუნდების აქტიურობა სხვადასხვა ტურნირებზე. მაგალითად, 2003-იანებმა თურქეთში გაიარეს შეკრება.  2004 წელში დაბადებულებმა  კი, ერთკვირიანი შეკრება კვიპრისში, სადაც 3 საერთაშორისო თამაში ჩავატარეთ და გეგმის მიხედვით მივდივართ. უშუალოდ ტურნირამდე, კიდევ 2 საერთაშორისო თამაშის ჩატარება იგეგემება და ვფიქრობ, ტურნირამდე ოპტიმალური ფორმით მივალთ", - ამბობს იაგორაშვილი.

ტურნირის არსებობის მანძილზე „დინამო თბილისის" აკადემიის გუნდმა, სამი მცდელობიდან, ვიტალი დარასელიას თასის ფინალში ორჯერ ითამაშა - 2016 წელს, როდესაც „ალკმაარის" წინააღმდეგ დამარცხდა და 2018 წელს, როდესაც დასანანი მარცხი განიცადა „ესპანიოლის" წინაშე.




„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - დარასელიას ტურნირი, გამოცდილებაა არა მხოლოდ, ფეხბურთელებისთვის, არამდე ჩვენთვისაც, მწვრთნელებისთვის. საერთაშორისო თამაშებში, გუნდთან ერთად, ჩვენც ვიზრდებით. ჩვენ და მთლიანად „დინამოს აკადემია",  პირველ გუნდზე ვართ მიბმული, ცალკე ორგანიზმი არ ვართ.  ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რა პროცესები მიდის პირველ გუნდში და ჩვენც, მათ შედეგებზე ვართ დამოკიდებული. განწყობა, ზოგადად კლუბში არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტ როლს თამაშობს. აქედან გამომდინარე, ჩვენს გუნდს, რაც შეეხება, საწუწუნო არაფერია. დანარჩენი კი, დიდი სურვილია და დროც, რომ ეს თასი, ვიტალი დარასელიას თასი, თბილისში და „დინამოს აკადემიაში" დავტოვოთ", - ამბობს დინამოელთა მწვრთნელი.

შეგახსენებთ, რომ მატჩები ტრადიციულად  „დინამოს აკადემიის" მოედანზე ჩატარდება, ხოლო ფინალურ შეხვედრას, 21 აპრილს, „დინამო არენა" უმასპინძლებს. ტურნირამდე, ჩვენი გვერდი TSFF.GE შეეცდება, მეორე ქართული გუნდის, სფფ-ს აკადემიის შესახებაც გიამბოთ. გულშემატკივრებს კი, მოგიწოდებთ, აქტიურად დაესწროთ ტრადიცულ საინტერესო ტურნირს და პირველ რიგში, საკუთარი გუნდები გაამხნეოდ.

ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი სტარტს 15 აპრილს, ზუსტად 17 დღეში აიღებს.