16-17 აპრილს საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/16 გაიმართება
16-17 აპრილს საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/16 გაიმართება
29.03.2019
ავტორი:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დღეს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2019 წლის გათამაშების 1/16 ფინალის წილისყრა. ქვეყნის ერთ-ერთ პრესტიჟული ტროფეის გათამაშებაში, სწორედ ამ ეტაპიდან ჩაერთვებიან კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 10-10 გუნდი. ამ გუნდების გარდა, თაისის გათამაშებაში, რომელიც, 11 მარტიდან დაიწყო, 1/16 ფინალამდე, 12-მა გუნდმა ორეტაპიანი ბარიერი დაძლია.  

გათამაშების ამ ფორმატის მიხედვით, რანგით დაბალი ლიგის მონაწილე გუნდი წყვილში სარგებლობს მასპინძლის უპირატესობით. ამას გარდა გათამაშება ერთმატჩიანია.  მეთექვსმეტედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება 16-17 აპრილს.

კენჭისყრის შედეგად, 2 წყვილში ერთმანეთის პირისპირ კრისტალბეთეროვნული ლიგის წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან. თბილისში, „საბურთალო" - ბათუმის „დინამოს", ხოლო „ლოკომოტივი" - „ჩიხურას" დაუპირისპირდება. შესაბამისად, უკვე 1/8 ფინალში აღნიშნული ლიგის ორით ნაკრები გუნდი ითამაშებს.  რაც შეეხება წილისყრით გამოვლენილ სხვა შედეგებს:

16 აპრილი, სამშაბათი

15:00 „სამტრედია" - „დილა" /   სამტრედია  - ეროსი მანჯგალაძის სახ. სტადიონი

15:00 „გარეჯი" - „ჭიათურა" /  საგარეჯო - არსენ მეკოკიშვილის სახ. სტადიონი

15:00 „იბერია 2010" - „მერანი" /   თბილისი - შატილის სტადიონი

15:00 „ლეგიონი" - „თბილისი სითი" /   გორი - ახალბაღი

15:00 „შევარდენი 1906" - „სიონი" /   თბილისის ზღვის ბაზა

15:00 „ეგრისი" - „დინამო თბილისი"

20:00 „საბურთალო" - „დინამო ბათუმი" / თბილისი, მიხეილ მესხის სახ. სტადიონი    

17 აპრილი, ოთხშაბათი

15:00 „გაგრა" - „შუქურა" /   თბილისი - მუხიანი ს.კ.

15:00 „თელავი" - „ვიტ ჯორჯია" /   თელავი - გივი ჩოხელის სახ. სტადიონი

15:00 „ზუგდიდი" - „ცხინვალი" /   განმუხური - ცენტრალური სტადიონი

15:00 „ბეთლემი" - „გურია"  / ქედა - არჩილ ფარტენაძეს სახ, სტადიონი

15:00 „ბორჯომი" - „ტორპედო"

16:00 „ზესტაფონი" - „მერანი თბ"  ზესტაფონი - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი

19:00 „სპაერი"- „კოლხეთი 1913" /   თბილისი - სპაერის სტადიონი

20:00 „დინამო 2" ბათუმი - „რუსთავი" /   ბათუმი - ანგისას ბაზა

20:00 „ლოკომოტივი" - „ჩიხურა" /   თბილისი - მიხეილ მესხი 2