16-წლამდე გოგონების პირველი გამარჯვება უეფა-ს განვითარების თასზე
16-წლამდე გოგონების პირველი გამარჯვება უეფა-ს განვითარების თასზე
29.03.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 16-წლამდე ქალთა ნაკრები მაკედონიაში, უეფა-ს განვითარების თასის გათამაშებაში მონაწილეობს. სკოპიეში მიმდინარე ოთხთა ტურნირზე ქართველმა გოგონებმა სასტარტო შეხვედრაში მასპინძელი ქვეყნის, მაკედონიის 16-წლამდე ქალთა ნაკრების დამარცხება  ანგარიშით, 2-3, შესძლეს.

შეხვედრაში ანგარიში მე-8 წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა გახსნეს. გოლი,  მაიკო ბებიამ გაიტანა, 0-1. პირველი ტაიმის დასასრულს ქართველთა სასარგებლოდ ანგარიში ორამდე, ეთერ სულაშვილმა გაზარდა  2-0. მეორე ტაიმში, მასპინძლები ოდნავ გააქტიურდნენ და 63- წუთზე ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს, 1-2. თუმცა, 4 წუთში ეთერ სულაშვილმა კვალვ აღადგინდა ორბურთიანი უპირატესობა, 1-3. მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე მაკედონიელმა ფეხბურთელებმა კიდევ ერთი გოლოს გატანა მოახერხეს, თუმცა, მეტი ვეღარ შესძლეს.

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა: ლიკა მარკოიძე, ანა აკობიძე, თამარ სვანიძე, ანი ძაძუა,  მარი ჯანჯარია, ელენე კახნიაშვილი, მაიკო ბებია,  ნათია დანელია, ლიზი მწყერაშვილი, ეთერ სულაშვილი, მარიამ რომანჩუკი.

გოლები: მაიკო ბებია  8', ეთერ სულაშვილი 39', 67'

მაკედონიასთან მატჩის შემდეგ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჩხაბერიძემ TSFF.GE-სთან საუბარში აღნიშნა: „მოგება ყოველთვის კარგია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი გუნდი ახალია, ეს გამარჯვება უფრო მეტად არის სასიხარულო. მოგეხსენებათ, სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ იმ გოგონების ნაწილი, რომლებიც უნგრეთში გამართულ 17-წლამდე ელიტრ-რაუნდში ასპარეზოდბნენ. შესაბამისად, დღეს მათ ცოტა დაღლა ემჩნეოდათ. მიუხედავად ამისა, საერთო ჯამში თამაშით კმაყოფილი ვარ. არ მომეწონა მხოლოდ ის, რომ მასპინძლებმა, მაკედონიელებმა სულ 3-ჯერ შემოგვიტიეს და აქედან, 2 მომენტი გოლით დასრულდა. ეს გამოსასწორებელი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო მეტოქე ნორვეგიაა. საერთოდ მინდა ხაზი გავუსვა, რომ გუნდში კარგი განწყობაა და მეგობრული გარემო, რაც ჯამში, ადრე თუ გვიან, თამაშზეც აისახება".

უეფა-ს განვითარების თასზე სათამაშოდ, საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჩხაბერიძემ შემდეგი შემადგენლობა წაიყვანა:

მეკარეები: ანი ლომსაძე ("კოლხეთი"),  ლიკა მარკოიძე ("სამეგრელო"); მეცველები: თამარ სვანიძე ("კოლხეთი"), ანი ძაძუა  („ნორჩი დინამო"), თამთა ცაგურია („მართვე"), მარიამ ბერაშვილი („ნიკე"), მარი ჯანჯარია ("სამეგრელო"), ანა აკობიძე („ნიკე"):  ნახევარმცველები: ნათია დანელია („ნიკე"), მაიკო ბებია („ნიკე"), მარიამ გასუმოვა („ნორჩი დინამო"), მარი ბეგიაშვილი  („ნორჩი დინამო"), ელენე კახნიაშვილი („ნორჩი დინამო"), ანი კვახაჭელიძე („ახალციხე"), მანანა ვაშაკიძე ("კოლხეთი"); თავდამსხმელები: მარიამ რომანჩუკი („ლანჩხუთი"), ეთერ სულაშვილი („გორი-იუნაიტედი"), მარიამ მოდრეკილაძე („ნორჩი დინამო"), დიანა ბაქრაძე  ("გორი-იუნაიტედი"), ლიზი მწყერაშვილი („ნიკე").

უეფა-ს განვითრების თასის ტუნირზე, 29 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, საქართველოს 16-წლამდე ქალთა ნაკრები კიდევ 2 შეხვედრას გამართავს.  31 მარტს, საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ევროპაში, ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის ნორვეგიის ნაკრებს შეხვდება, ხოლო ტურნირის ბოლო მატჩს, 2 აპრილს,  ლუქსემბურგის წინააღმდეგ ჩაატარებს.