
მიმდინარე ევრობასკეტზე, საქრათველოს ეროვნული ნაკრებისთვის პირველი ოვერტაიმი, შეიძლება ითქვას ცალფარა გამოდგა. ქართველებმა ეს მონაკვეთი 15-2 მოიგეს და საბოლოო ჯამში 13 ქულიანი სხვაობით იმარჯვეს 104 -91 . ამასთან ერთად, B ჯგფში, ქართველებმა, პირველებმა მოახერხეს 3 ციფრიანი რიცხვი აენთოთ ტაბლოზე.
ისრაელის ნაკრებმა კი, როგორც სჩანს, გერმანელებთან მატჩში, მთელი ენერგია ჩადო და ვეღარ გათვალა სათანადოდ, ქართველებთან დამატებითი დროის ვარიანტი და მთელი ენერგია, შეხვედრის ძირითად დროს შეალია. ბუნებრივია, საქართველოს ნაკრები, რომელსაც ყველაზე მოკლე სკამი აქვს მიმდინარე პირველობაზე, „დურასელზე" არ იტენებოდა, თუმცა, ბიჭებმა თავი არ დაზოგეს და ბოლომდე იბრძოლეს.
თუმცა, ტრადიციულად შეხვედრა ისე არ იწყებოდა, როგორც ქართველებს გვაწყობდა. ბოლო თამაშებისთვის დამახასიათებლად ბევრი იყო შეცდომები დაცვაში. თუმცა, პერიოდი ჩვენმა ნაკრებმა ერთი ქულის სხვაობით 22-21 წააგო. შეცდომებისგან, არც ისრაელის გუნდი იყო დაზღვეული, რის გამოყენებაც სამწუხაროდ, ქართველებმა ვერ მოვახერხეთ. მეორე მეოთხედი, შედარებით უფრო ცუდი გამოდგა ქართველებისთვის, მასპინძლებმა ეს პერიოდი კვლავ 1 ქულით 27-26 , ხოლო ტაიმი კი 2 ქულიანი სხვაობით 49-47 დასრულდა. უკვე ამ დროისთის ქართველთა შორის შეუჩერებელი იყო თორნიკე შენგელია მის ანგარიშზე 11 ქულია და 9 მოხსნა იყო.
მესამე პერიოდი საქართველომ კვლავ ცუდად დაიწყო. ალბათ, ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, რომ არა მსაჯების მოულოდნელი „საჩუქარი", რადგან მოუხედვად ფსიქოლოგუური დატვირთვისას ამ თამაშს ასე თუ ისე, მსაჯებმა გაართვეს თავი. მაშინ, როდესაც ანგარიში 63:53-ზე მასპინძლეთა სასარგებლოდ, ისრაელის ნაკრების ნომერმა პნინიმ არასპორტული ჯარიმა მიიღო. მარკოიშვილმა კი, ანგარიშში სხვაობა 1 ქულამდე შეაცმირა. ამის შემდეგი შეტევა შენგელიამ ორი ქულით გაზარდა. ბუნებრივია, არც ებრაელები ისხდნენ უსაქმოდ და ზუსტი ტყორცნებით გვპასუხობდნენ. მიუხედვად ამისა ეს პერიოდიც წავაგეთ, კვლავ 1 ქულით 21:20. მატჩი სხვაობამ კი 3 ქულა შეადგინა ებრაეთა სასარგებლოდ 70-67. ძირითადი დროის ბოლო, მე-4 პერიოდი ქართველების აქტიურობით ჩატარდა. მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე 86-87-ზე მაიკ დიქსონმა სამქულიანი ჩააგდო და საქართველოს ნაკრები 2 ქულით დააწინაურა, მაგრამ ომრი კასპიმ 12 წამით ადრე ანგარიში გათანაბრება 89-89 და თამაში ოვერტაიმში გაგრძელდა.
ოვერტაიმი, როგორც უკვე გითხრით ქართველების უპირატესობით წარიმართა და 15-2 მოვიგეთ. ჯამში 13 ქულიანი სხვაობით 104 -91 გავიმარჯვეთ. აღსანიშნავია, რომ დღეს, როგორც იქნა, თამაში გაეხსნა მანუჩარ მარკოიშვილს, დუდა სანაძემ, კი ყველაზე რთულ მომენტებში თამაში საკუთარ თავზე აიღო. საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი შენგელიამ დააფიქსირა, რომელმაც საქართველოს ნაკრების მოთამაშეებისთვის სარეკორდო 19 მოხსნა მიითვალა. ამასთან, თორნიკემ 25 ქულა მოიპოვა და მატჩის ყველაზე შთამბეჭდავი სტატისტიკის ავტორი გახდა. ევროპის ჩემპიონატებზე პირადსარეკორდო - 17 ქულა მიითვალა დუდა სანაძემ, ხოლო მაიკლ დიქსონმა თავი 18 ქულას მოუყარა. მატჩში მეორე ორმაგი დუბლი კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ მიითვალა, რომელმაც 19 ქულას 11 მოხსნა მოაყოლა. ძალიან სარგებლიანად გაისარჯა მანუჩარ მაკროიშვილი, რომელმაც 11 ქულა, 4 პასი, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგი შერმადინმა სამწამიან ზონაში კარგად იბრძოლა და თავი 9 ქულას და 8 მოხსნას მოუყარა. მთლიანობაში საქართველომ ისრაელზე 28-ით მეტი - 50 ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოიპოვა.
"რა თქმა უნდა, ცოტა ფსიქოლოგიური მომენტი იყო თავიდან. ცოტა ალბათ, არეულებიც ვიყავით. თავისუფალი სროლების შესაძლებლობა მივეცით მეტოქეს. სწრაფი გადასვლის დროს ბურთი ბევრჯერ დავკარგეთ. პირველ ტაიმში 49 ქულა გავუშვით, ანუ ჩვენი დაცვა, ის, რაც დაგეგმილი გვქონდა, არ მუშაობდა, არ ვასრულებდით და ეს იყო გამოსასწორებელი. შემდეგ პერიოდში უკვე თავდასხმაში კარგად მიგვდიოდა თამაში და მე მგონი, კარგად გამოვიყენეთ ჩვენი უპირატესობები შიგნიდან თამაში, შემდეგ შიგნიდან გარეთ დროულად გამოტანა და სამქულიანების სროლა. ამ ყველაფერმა საბოლოოდ თავისი შედეგი გამოიღო. ჩემი აზრით, 40 წუთშიც შეგვეძლო ამ მატჩის მოგება, რადგან ზაზა ფაჩულიაზე ბოლოს ჯარიმა იყო. უბრალოდ, მასპინძლების წინააღმდეგ ვთამაშობდით და მსაჯებმა პატარა უპირატესობა მისცეს. იტალიასთან მართლა უმნიშვნელოვანესი თამაში გველის. ჩვენი ძირითადი მიზანი უნდა იყოს პერიმეტრის გაჩერება. არ მგონია, მათ მაღლებს ჩვენების წინააღმდეგ შანსი ჰქონდეთ", - ამბობს მანუჩარ მარკოიშვილი.
"ძალიან დაძაბული თამაში იყო. სწორედ ამას მოველოდით მასპინძელი გუნდისგან. ამიტომ ბოლომდე, 40 წუთი დაძაბული ბრძოლა გვქონდა. თავიდან ცოტა ნელა დავიწყეთ, თუმცა მეორე ტაიმში გამოვასწორეთ სიტუაცია. დაცვა გავაუმჯობესეთ, რაც მთავარი იყო და სწორედ დაცვის ხარჯზე მოვიგეთ თამაში. ბუნებრივია, როდესაც დაცვაში კარგად თამაშობ, შეტევა კარგად გამოგდის. ძალიან დიდი შესაძლებლობა გვაქვს თავდასხმაში. მთავარია, იტალიასთან დაცვას მივხედოთ. მოსაგებად გავდივართ, რადგან არ გვინდა სხვა გუნდებზე ვიყოთ დამოკიდებული, თან ჯგუფშიც უპირატესობას ვფლობთ", - ამბობს დუდა სანაძე.
"თავიდანვე ვიცოდით, რომ ძალიან რთული თამაში იქნებოდა, მაგრამ დღეს ვითამაშეთ ჯიგრით, ჭკვიანურად, გულით. ყველაფერი დავდეთ, რაც შეგვეძლო. ძალიან ამაყი ვარ ჩემი გუნდით, ჩვენი გულშემატკივრებით, ნამდვილი გულშემატკივრებით და მინდა ამას ხაზი გავუსვა. შევეცდებით ბოლო თამაშიც მოვიგოთ, რადგან არ მინდა სხვა გუნდებზე ვიყოთ დამოკიდებული. მინდა, რომ ეს ჩვენით გავაკეთოთ და ჩვენით გადავდგათ ნაბიჯი სტამბულისკენ", - ამბობს თორნიკე შენგელია.
ახლა, ილიას ზუროსის გუნდი 2-2 მოგებული და წაგებით თამაშის შემდე, გამსვლელ პოზიციაზეა. თუმცა, ბოლო ტურში იტალიას აუცილებლად უნდა მოვუგოთ, ისრაელისა და უკრაინის დაპირისპირებაში კი სასურველია ებრაელებმა იმარჯვონ.
საქართევლოს ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 6 სექტემბერს, თბილისის დროით 18:30 საათზე იტალიასთან გამართავს.
იხილეთ ვიდეო მასალა / დღე 7





ჩვენ








