4 მედალი პირველ დღეს
4 მედალი პირველ დღეს
29.03.2019
ავტორი:

ტრადიციული, თბილისის გრან პრის პირველი დღე, ქართული გუნდისთვის წარმატებით დაიწყო. საქართველოს ნაკრების ძუდოისტებმა თბილისის გრან პრიზე შეჯიბრის პირველ დღეს 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

-60კგ წონით კატეგორიაში თბილისის გრან პრი ზედიზედ მესამედ მოიგო ლუხუმ ჩხვიმიანმა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ჯაბა პაპინაშვილმა.

-66კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დაეუფლა გიორგი თუთაშვილი. ხოლო ბრინჯაოს მედალოსანი ბაგრატ ნინიაშვილმა გახდა.

2019 წლის ათვლა, თბილისის გრან პრით დაიწყეს ქართველმა ძიუდოისტმა გოგონებმაც. თუმცა,  -48კგ  წონით კატეგორიაში ნატალია ყიფშიძესათვის, მარი მახარაშვილისთვის, მარიამ ციხელაშვილისთვის, თბილისური ტატამი ისევე წარუმატებელი აღმონჩდა, როგორც -52კგ წონით კატეგორიაში მარიამ ჯანაშვილის, ტეტიანა ლევიცკა-შუკვანისა და -57კგ-ში ეთერ ლიპარტელიანისთვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მამაკი სპორტსმენებისგან განსხვავებით, ქართველი ქალებისთვის თბილისის გრან პრი, 2019 წელს, პირველი საერთაშორისო ტურნრია.

ხვალ, ასპარეზობა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დილიდან გაგრძელდება. თბილისის გრან პრის ბოლო საასპარეზო დღე კი 31 მარტია.