კიდევ 4 მედალი ბოლო დღეს
კიდევ 4 მედალი ბოლო დღეს
31.03.2019
ავტორი:

თბილისის გრან პრიზე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ტრადიციული თბილისური ტურნირის ბოლო დღეს, ქართველთა სათვალაშვი ოქრო ლევან მატიაშვილმა (+100კგ)  მიამატა. სპორტსმენმა, თბილისის გრან პრი კარიერაში მეორედ მოიგო.  მსოფლიოს 44-ე ნომერმა ძიუდოისტმა დღევანდელო მოგებით 2015 წლის შედეგი გაიმეორა. ფინალში კი, მან ბულგარელი ალექსანდრ ვახავიაკი დაამარცხა.

ამავე წონაში, ონისე ბუღაძემ (+100კგ) თბილისის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს, ონისე ბუღაძე   და გელა ზაალიშვილი შეხვდნენ.

ზედიზედ მეორე წელია თბილისის გრან პრის მოგებას ვერ ახერხებს გიორგი პაპუნაშვილი. მისი ნადავლი -90კგ) წონით კატეგორიაში, ამჯერადაც  ვერცხლის მედლია.

ამავე წონით კატეგორიაში,  (-90კგ) თბილისის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბექა ღვინიაშვილმა.  

თბილისურ ტურნირზე, რომელიც 29-31 მარტის ჩათვლით გაიმართა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ქართველმა ძიუდოისტებმა მხოლოდ ერთ, მეორე საასპარეზო დღეს ვერ მოახერხეს. შეჯიბრის მეორე დღეს, ჩვენს ნადავლში მხოლოდ 2 ბრინჯაოს მედალი იყო: 73კგ. წონით კატეგორიაში ვალერი იაშვილმა და 81კგ-ში ტატო გრიგალაშვილმა აიღეს.