
ზედიზედ, მეორე თბილისურ დერბიში გამარჯვებული „დინამო თბილისი" გამოდის. კრისტალბეთეროვნული ლიგის 2019 წლის გათამაშების პირველ წრეში, თბილისური „ლოკომოტივის" შემდეგ, დინამოელებმა კვლავ 4 გოლი, ამჯერად, მეორე თბილისური გუნდის, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის „საბურთალოს" კარში გაიტანეს.
„დინამო თბილისი" - „საბურთალო" 4-2
ალბათ, რომ არა საბურთალოეთა კარის მცველის, ომარ მიგინეიშვილის კარგი თამაში რამდენიმე მომენტში, ანგარიში უფრო დიდიც კი, შეიძლება ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის 86-ე წუთზე, სადაო სიტუაციაში აკაკის შულაიას გაძევების შემდეგ, ქვეყნის ჩემპიონი კაცნაკლულ „დინამოს" მთელი 8 წუთი (4 ძირითადი დროის და 4-იც დამატებულის) ეთამაშა, თუმცა, დინამოელთა კართან ხეირიანი მომენტი ვერ შექმნა. სამაგიეროდ, კაცნაკლულმა „დინამო თბილისმა" მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ბოლო, გადამწყვეტი გოლოს გატანა მოახერხა და მორიგი 3 ქულა ჩაიწერა.

ეროვნული ჩემპიონატის სათამაშო კლასის დამცინავთა და „ჰეითერთა" საყურადღებოდ გვინდა აღვნიშნოთ, რომ შეხვედრა მაღალ ტემპში, დაძაბულად და საკმაოდ საინტერესო ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა. გავიდა ბევრი გოლიც, იყო ყვითელი ბარათებიც და გაძევებაც კი. ერთადერთი, რაც დღეს თამაშს აკლდა, „დინამო არენას" ტრიბუნებზე მაყურებელი იყო.

შეხვედრაში ანგარიში ვლადიმერ დვალიშვილის სწრაფი გოლით გაიხსნა მე-4 წუთზე. სტანდარტული შემდეგ, ყოფილმა დინამოელმა კარგად ისარგებლა მეტოქის დაცვის შეცდომით და დინამოელთა კარში გოლი გაიტანა, 0-1. „დინამო თბილისმა" ანგარიში მე-20 წუთზე გაქვითა. ლევან კუტალია, მიგინეიშვილის კარის აღების რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ საწადელს აღწევს, 1-1. საერთო ჯამში, კუტალია, ამ შეხვედრაში ომარ მიგინეიშვილს კიდევ 2-ჯერ აიძულებს საკუთარი კარიდან ბურთი გამოიტანოს. თუმცა, ამ მოენდებამდე „საბურთალო", 24-ე წუთზე კვლავ წინ გადის. ამის შემდეგ, მასპინძლები მოქმედ ჩემპიონს გოლს გასახდელში ატანენ და კონკრეტულ თამაშში წარმატებაზეც ბოლო განაცხადს აკეთებენ.

„მიმდინარე გათამაშებაში, პირველი ჰეთ-თრიქის გაკეთება ჩემთვის სასიხარულოა. რთული თამაში გამოვიდა. ორჯერ ვაგებდით, მაგტრამ მობილიზაცია გავაკეთედ და დასმახურებულად გავიმაჯვეთ. ამ 3 გოლს, ბიჭების დახმარების გარეშე ვერ გავიტანდი", - ამბობს დინამოელი ლევან კუტალია, რომელსაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაზე 5 ტურის შემდეგ, 4 გატანილი გოლი აქვს.

მეორე ტაიმის საწყის წუთებს თუ არ ჩავთვლით, ბურთს კვლავ „დინამო თბილისი" აკონტროლებდა და მიგინეიშვილს გვარიანადაც აწუხებდა. თუმცა, 2 მომენტში, ვერ ის დაეხმარა გუნდს და ჯერ კუტალიამ მესამე გოლი გაიტანა, შემდეგ კი შეცვლაზე შემოსულმა დინამოელთა ესპანელმა, ფრან კარბიამ თავისი დაბადების დღე გოლით აღნიშნა. შეხვედრა 4-2 დასრულდა „დინამო თბილისის" სასარგებლოდ.
„ჩიხურა" - „სიონი" 5-0
პირველი 5-ბურთიანი სხვაობით მოგებული თამაში და პირველი 3 ქულა, საჩხერის „ჩიხურამ" თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე ბოლნისის „სიონის" წინააღმდეგ დააფიქსირა. ცხადი იყო, რომ სოსო ფრუიძის გუნდი, რომელიც ზაფხულში ევროტურნირებზე იასპარეზებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატი ახალი დაწყებულია, მე-8 პოზიციას დიდხანს არ შეეგუებოდა. „ჩიხურამ" საქმე პირველ ტაიმში გააკეთა და მეორეში, შეიძლება ითქვას, ფორმალურად ითამაშა, რადგან ჩემპიონატის ასე თუ ისე, წარმატებული სტარტით თავბრუდახვეულმა ბოლნისელებმა, რომლებსაც ჩემპიონატის სტარტზე უფრო უმართლებდათ, საჩხერლებს ვერაფერი მოუხერხეს. „სიონის" კარის მცველი, თორნიკე ზარქუა კი, რომელზეც ბოლნისელთა სასტარტო წარმატებამ გადაიარა რეალურად, ამჯერად უძლური აღმოჩნდა. „ჩიხურამ" 5-0 გაიმარჯვა. მომდევნო ტურებში, საჩხერლების რიგებში სიახლეები იგეგმება.

„დილა" - „ლოკომოტივი" 3-1
გორში, თენგიზ ბურჯანაძეზე შეხვედრა სტუმრების შეტევით დაიწყო. თუმცა, დაახლოებით მე-15 წუთიდან, „დილა" გონზე მოეგო და ნელ-ნელა თამაში გაათანაბრა. გორელთა რიგებში კარგად ჩაეწერა გურამ გოშთელიანი, რომელიც „საბურთალოდან" „დილაში" 1-წლიანი იჯარის წესით გადავიდა. სხვათა შორის, „დილაში" სადებიუტო გოლი „გოშთელამ" 25-ე წუთზე გაიტანა. თუმცა, ამ მომენტისთვის დილა 1-0 უკვე იგებდა. აღსანიშნავია, ამ მატჩში, „დილაში" კიდევ ერთი იჯარის წესით მოთამაშე გიორგი კუცია, რომელიც „ლოკოსთან" მატჩში ყველა მნიშვნელოვან მომენტში იყო ჩართული. კიდევ ერთი დეტალი, ალბათ, რიგ მომენტებში გორელებს უფრო მეტად, რომ მოენდომებინათ, მეტი გოლის გატანასაც შეძლებდნენ. თუმცა, ეს „ლოკომოტივის" დაცვის ხაზის თამაშის გამო კი არა, თბილისელთა ახალგაზრდა მეკარის არადამაჯერებელი და არასტაბილუტრი თამაშით უფრო მოხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 2 მომენტში დემეტრე ბულისკერიამ, „ლოკო" გადაარჩინა, 3 გაშვებული გოლი, ჩვენის აზრით სწორედ, მის არადამაჯერებელ თამაშს მოჰყვა. „დილა"-„ლოკომოტივის" შეხვედრა 3-1 დარსულდა. „დილამ" პირველი 3 ქულა მოიპოვა. „ლოკომოტივს" კი, შარშანდელი (გასულ სეზონშიც ანალოგიური მოხდა), რომ არ განმეორდეს, ამ მატჩამდე ერთი ტურით ადრე, „დინამო თბილისთან" განცდილი მარცხის შემდეგ, ცოტა მეტად დაფიქრება და მობილიზება სჭირდება.

„ტორპედო" - „რუსთავი" 2-0
კლუბში ფინანსური პრობლემების მოგვარებასთან ერთად, ათამაშდა ქუთაისის „ტორპედო". ქუთაისელები, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საშინაო თამაშებს სამტრედიაში ატარებენ. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე მათ, „რუსთავი" მიიღეს. თამაშში, ძლიერი ქარის მიერ შეტანილი კორექტივების მიუხედავად, კახა ჩხეტიანის გუნდს, არ გასჭირვებია „რუსთავის" დამარცხება, 2-0. გოლები პირველ ტაიმში აზაცკიმ, მეორეში კი თორნიკე კაპანძემ გაიტანეს. შეხვედრის მეორე ტაიმში, შეცვლაზე შესულ ბუდუ ზივზივაძეს სამჯერ ჰქონდა რუსთაველთა კარის აღების შესაძლებლობა, თუმცა ყველა დარტყმა მიზანს ასცდა.

„ვიტ ჯორჯია" - „დინამო" ბათუმი 0-1
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მინდინარე გათამაშების ყველაზე უხვგოლიან (საერთო ჯამში 5 შეხვედარში 13 გოლი გავიდა) მე-5 ტურში, ერთადერთი შეხვედრა, სადაც მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე ჩატარდა. „ვიტ-ჯორჯიასა" და ბათუმის „დინამოს" დაპირისპირებაში, 72-ე წუთზე გაბრიელ რამოსის გოლმა, გამარჯვება გია გეგუჩაძის გუნდს მოუტანა, 0-1.

სატურნირო ცხრილი
მომდევნო ტურის კალენდარი
მასალაში გამოყენებულია „ტორპედოს", „ჩიხურას", „დინამო ბათუმისა" ფოტოები





ჩვენ








