
თბილისში ქარმა და ბათუმში წვიმამ მე-6 ტურის პირველ საასპარეზო დღეს ჩატარებულ თამაშებს თავისი კვალი დაატყო. ამინდი, დიდად არც ხვალ გამოსწორდება, ასე, რომ ტურის დარჩენილ სამ შეხვედრაში სამტრედიაში, რუსთავსა და თბილისში, ფეხბურთელებს, მოწინააღმდგების გარდა, ამ წინაღობის დაძლევაც მოუწევთ.
„ლოკომოტივი" - „ვიტ ჯორჯია" 0-1
ამ შეხვედრის მთავარმა მსაჯმა, ირაკლი კვირიკაშვილმა, თუკი მე-5 ტურის „დინამო თბილისისა" და „საბურთალოს" მატჩის დროს, საკმაოდ სადაო სიტუაციაში, სიმულაციისთვის აკაკი შულაიას ყვითელი ბარათი უჩვენა და ამის შემდეგ, დინამოელები კაცნაკლულნი დარჩნენ, დღეს, „ლოკომოტივისა" და „ვიტ ჯორჯიას" მატჩის პირველი ტაიმის ორ ეპიზოდში კვირიკაშვილისთვისა და მსაჯთა ბრიგადისთვის „შეუმჩნეველი" გახდა ორი მომენტი, რომელშიც მსაჯებს, თავისუფლად შეეძლოთ 11-მეტრიანის დადება. ამ ორი მომენტიდან მეორეში კი, დამრღვევი ფეხბურთელის გაფრთხილებაც კი. პირველ მომენტში, შეხვედრის 29-ე წუთზე, კუთხურის გათამაშებისას, ბურთი ხელზე ხვდება ლოკომოტიველთა მცველს. მეორე მომენტში, კი ირაკლი კვირიკაშვილმა, უბრაოდ, „ლოკომოტივიც" დაინდო და კლუბის ახალგაზრდა მეკარე დემეტრე ბულისკერია, რომელმაც პაატა ღუდუშაური მოთელა. ასეა თუ ისე, პირველი ტაიმი ფრედ, 0-0 დასრულდა.
მეორე ტაიმი პირველისგან განსხვავებით „ვიტ ჯორჯიას" აქტიურობით გამოირჩეოდა. შედგემა არ დააყოვნა და 58-ე წუთზე ვიტჯორჯიელებმა როგორც იქნა, ანგარიში გახსნეს. გოლი კახაბერ კაკაშვილმა გაიტანა. კიდევ 10 წუთში, უკვე პაატა ღუდუშაურს ჰქონდა ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა. 68-ე წუთზე მისი დარტყმული ძელს მოხდვა. გოლის გატანა შეეძლო "ლოკოსაც", 2 მომენტში, თუმცა, ლოკომოტიველებს სიზუსტე დააკლდათ. საბოლოოდ შევხერდა 0-1, „ვიტ ჯორჯიას" სასარგებლოდ დასრულდა.
ამ ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში „ვიტ ჯორჯიამ" მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. „ლოკომოტივი" კი მე-8 ადგილზე ჩამოქვეითდა. თუკი, რკინიგზელებს, სეზონის დასაწყისში გაკეთებული განაცხადი - იყვნენ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ევროტურნირების გუნდების არელაში, რეალობად უნდათ აქციონ, მაშინ, წაგებული თამაშის შემდეგ გადაწყობა და სწორი დასკვნების გაკეთება, დროულად მოუწევთ. მანამდე, კი როგორც წინა წლებში, „დინამო თბილისთან" წაგებული თამაშის შემდეგ, „ლოკომოტივს" წაგებული თამაშების სერია „ეწელება".
„დინამო ბთ" - „ჩიხურა" 0-0
ბათუმში, „ანგისას" სტადიონზე, ბათუმის „დინამოსა" და „ჩიხურას" შორის მატჩის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თუმცა, თავსხმა წვიმა ბურთის სწრაფად მოძრაობას ზღუდავდა და ეს, ფეხბურთელებს სერიოზულ ბარიერს უქმინდა. ანალოგიური ვითარება იყო მეორე ტაიმშიც. თუმცა შეხვედრის მიწურულს, მას შემდეგ რაც გია გეგუჩაძემ შეტევის ხაზი გააძლიერა და შეცვლის ლიმიტი მთლიანამდ ამ რესურს მოახმარა, ბათუმელებმაც, საჩხერელთა მეკარე დინო ჰამზიჩი ცოტა ანერვიულეს. თუმცა, გოლი არც „ჩიხურას" კარში გასულა, თავად საჩხელებს კი, მიხეილ ალავიძე არა თუ მეორე ტაიმში, მთლიანად შეხვდრის მანძილზეც კი, არ შეუწუხებიათ. შეხვედრა ფრედ 0-0 დასრულდა.
აღნიშნულ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, საფეხბურთ კლუბმა ბათუმის „დინამომ" დააანონსა ახალი ფეხბურთელის დამატების შესახებ. გუნდს, 22 წლის ბრაზილიელი მცველი, ალეფ სანტოსი შეემატა. ფეხბურთელთან ბათუმურმა კლუბმა, 1+2 ფორმატის კონტრაქტი გააფორმა. ალეფ სანტოსი ამპლუით მარჯვენა მცველია. საფეხბურთო კარიერა „ვიტორიაში" დაიწყო, ბოლოს კი, "მარინგას" ღირსებას იცავდა. სხვადასხვა წელს ბრაზილიის რამდენიმე ასაკობრივ ნაკრებშიც თამაშობდა.
რაც შეეხება „ჩიხურას", როგორც უკვე ვიუწყებოდით, მე-7 ტურში კლუბში დიდი ალბათობით კარგად ნაცნობ, თუმცა საჩხერელებისთვის ახალ სახეს ვიხილავთ.
სატურნირი ცხრილი
თამაშების კალენდარი
მასალაში გამოყენებულია სკ "ვიტ ჯორჯიას" ფოტო





ჩვენ








