დიდი თამაში: „ტორპედო“ – „დინამო თბილისი“ 0-0
დიდი თამაში: „ტორპედო“ – „დინამო თბილისი“ 0-0
03.04.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ტრადიციული მეტოქეები და ტრადიციულად საინტერესო დაპირისპირება, „დიდი თამაში" თუკი, მაინცდამაინც „ელ-კლასიკოს" შესატყვისი გვინდა დაავამკვიდროთ ესპანურიდან, ისიც თუ  „დერბი" (ანდა სულაც „ჯახი"), მხოლოდ ერთი ქალაქის, ან ერთი რეგიონის გუნდების დაპირისპირება ჰგონია ვინმეს და აქედან გამომდინარე „ტორპედო"-„დინამო თბილისის" მატჩს „დერბად" ვერ აღიქვამს, მართლაც, დიდი თამაში გამოვიდა. დიდი თამაში, იმერეთის ერთ პატარა ქალქაში, სადაც მაყურებელი ბევრი მოვიდა. თუმცა, ამ შეხვედრის მასპინძლებს, ქუთაისის „ტორპედოს" წარმომადგენლებს, „დინამო თბილისთან" მატჩამდე 1 საათით ადრე, სამტრედიის, ეროსი მანჯგალაძის სახელობის ცარიელი ტრიბუნები ცოტა არ იყოს ადარდედათ.




თბილისიდან მატჩზე ჩასულებს, სტადიონზე  ფეხბურთელთა გუნდების ავტობუსები და  მხოლოდ გაძლიერებულის საპოლიციო განაყოფები დაგხვდნენ. თუმცა, გამომდინარე ამ „დიდ თამაშთან" დაკავშირებული ისტორიიდან, ხშირ შემთხვევაში ასეთი ზომები საჭირო იყო. თუმცა, არა 2019 წლის 3 აპრილს, სამტრედიაში, „ეროსი მანჯგალაძეზე", სადაც შევხედრამ აბსოლუტურად საფეხბურთო გარემოში ჩაიარა. თუ არ ჩავთვლით, „ტორპედოდან" „დინამო თბილისში" გადმობარგებული ორიდან, განსაკუთრებით ერთის, ლევან კუტალიას მიმართ გამოხატულ აგრესიას, რომელიც მთელს თამაშს პერმანენტულად, ლეიტმოტივივით თან სდევდა.




„ტორპედომაც" და „დინამო თბილისმაც" კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სტარტი არც თუ სახარბიელოდ აიღეს. 5 ტურის შემდეგ ორივე გუნდს, მხოლოდ 9-9 ქულა ჰქონდათ, ისიც ბოლო, მე-5 ტურში მიღწეული გამარჯვებების ხარჯზე. ამდენად, ამ ტურში, შესაძლოა ერთ-ერთი დაწინაურებულიყო. თუმცა, ორი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო ტაიმის მიუხედავად, ამ შეხვედრაში მშრალი ფრე, 0-0 დაფიქსირდა.




„დინამოსთან" დაგეგმილი გქვოდნდა სამი ქულა. ბიჭებმა იბრძოლეს, ვფიქრობ, რომ უპირატესობა ჩვენი იყო, როგორც სათამაშო, ისევე მომენტებითაც. „დინამო" ძალიან კარგი გუნდია, ისინიც გამარჯვებისთვის იბრძოდნენ. მე, ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ განსხვავებით სხვა თამაშებისგან,  რაც ეს  ჩემპიონატი დაიწყო, ჩვენი გუნდის თამაში, ხარისხობრივად ყველაზე კარგი იყო. ვფიქრობ, კიდევ მოვუმატებთ და მომდევნო თამაშებში გამარჯვებებს მოვიპოვებთ", - ამბობს კახა ჩხეტიანი, „ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი.  




აღსანიშნავია, რომ ფინანსური პრობლემა, რომელიც ქუთაისის „ტორპედოს" სეზონის დასაწყისში აწუხებდა, სწორდება. მარტის ბოლოს, კლუბის ხელმძღვანელობამ, ფეხბურთელებისთვის „ყბადაღებული" ფინანსური დავალიანების გამოსწორებაც დაიწყო და ეს სიახლე, გუნდის თამაშსა და განწყობასაც დაეტყო. რაც შეეხება „დიდ თამაშს", შეხვედრის ორივე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და როგორ „ტორპედოს" ასევე, „დინამო თბილისსაც" ჰქონდა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა. თუკი დინამოელთაგან მატჩის ამ მონაკვეთში ლევან შენგელია და ლევან კუტალია აქტიურობდნენ, ქუთისელთაგან ბუდუ ზივზივაძე არ აძლევდა ყოფილი გუნდის ახალ მეკარეს მოსვენებას. სხვათა შორის, სწორედ, ამ ტაიმში იყო, მომენტი, რომელიც ჯენერი ხორავამ „გაატარა". ქუთაისლების ერთ- ერთი შეტევის დროს, გროგოლ დოლიძის დარტმულმა მხარზე გაკრა დავით კობოურს - ქუთაისელებმა კი, ხელით თამაშისთვის 11-მეტრიანი მოითხოვეს.




„არ მიყვარს მსაჯებზე საუბარი, იმ მომენტს ისინი უფრო კარგად ხედავდნენ და გადაწყვიტეს ასე. 11-მეტრიანი, რომ დაედოთ, შეიძლება გაგვეტანა და მოგვეგო, თუმცა, მსაჯებმა სხვაგვარად გადაწყვიტეს",  - ამბობს კახა ჩხეტიანი.




სხვათა შორის, სამტრედიულ „დიდ თამაშში" მშრალი ანგარიში მეკარეების წილზე მოდის - როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ტორპედოელმა როინ კვასახვაძემ, „დინამოს" ესპანელმა კარის მცველმაც, ხოსე პერალესმაც საკუთარი გუნდები რამდენჯერმე აშკარა გოლისგან გადაარჩინეს. მატჩის მეორე ნახევარი კი, მათე ცინცაძის სახიფათო დარტმით  დაიწყო.




„ვიცოდით, რომ ძალიან რთული თამაში გამოვიდოდა და ამისათვის მზად ვიყავით. შევქმენით ძალიან ბევრი მომენტი. ასევე, მინდა ვთქვა, რომ საეჭვო იყო 11-მეტრიანის მომენტი, რადგან „დინამოს" ფეხბურთელს აშკარად ხვდება ხელზე ბურთი და მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. ბიჭებმა მოსაგებად ყველაფერი გავაკეთედ, მაგრამ ალბათ, დავაკელით ცოტა და ამას, შემდეგ თამაშებში გამოვასწორებთ", - ამბობს მათე ცინცაძე.




თუმცა, ქუთაისელთა სრულ უპირატესობას, „დიდი თამაშის" სამტრედიულ რაუნდში ჩვენ ვერ დავეთანხმებით. სიმართლე მოითხოვს, რომ ითქვას, 3 აპრილს, „ეროსი მანჯგალაძეზე" წაგებას არც ერთი გუნდი არ იმსახურებდა. მაგალითად, მეორე ტაიმში, დინამოელი კარბიას  დარტყმაც აღნიშვნის ღირსია, რომელიც კვასხვაძემ მოიგერია. კიდევ ერთ მომენტში, 54-ე წუთზე, კვლავ, როინ კვასხვაძემ იხსნა „ტორპედოს" კარი გოლისგან. ამჯერად, მან ლევან კუტალიას სახიფათო თავური მოიგერია. საპასუხოდ ნოდარ ქავთარაძის ძლიერმა დარტმის შემდეგ, ბურთმა დინამოელთა კარის ძელს გვერდით ჩაუარა. მომდევნო მონეტში, „დინამო თბილისის" კარი უკვე ხოსე პერალესმა იხსნა.




„ქართული დერბი ყოველთვის დაძაბულია. დღესაც დაძაბული თამაში გამოვიდა, ორივე გუნდმა იბრძოლა. ორივე გუნდს ჰქონდა რეალური შანსები, მაგრამ ეს ფეხბურთია და დღეს, დამთავრდა ფრედ. გადავერთვებით უკვე შემდეგ თამაშებზე. მნიშვნელოვანი თამაშები გველის, „რუსთავი" სახლში და შემდეგ გორის „დილასთან" . დღითიდღე, „დინამო" უკეთესი გუნდი ხდება და შედეგსაც ვაჩვენებთ. „დინამოში" გადმოსვლის დღიდან სოცქსელებით ბევრი უარყოფითი მესიჯი მოდიოდა. ამიტომ, ის რაც დღეს ჩემს წინააღმდეგ გამოხატეს მოველოდი, მაგრამ ამისთვის ფსიქოლოგიურადაც მზად ვიყავი", - ამბობს ლევან კუტალია.




„ტორპედო"-„დინამო თბილისის" 2019 წლის პირველ რაუნდში, შედეგად, ნულოვანი ფრე დაფიქსირდა და მიმდინარე სეზონში ამ გუნდების „დიდი თამაში" მომდევნო ტურებში გაგრძელდება. გუშლემატკივარს, კი რომლებსაც ბევრი ზუზუნით არ გვინდა თავი მოვაბეზროთ, მაინც გირჩევთ, რომ დაესწროთ ჩვენი, ეროვნული ჩემპიონატის თამაშებს, რათა ფეხბურთელებს ქომაგების ძალა აგძრნობინოთ და ამავდროულად, მოსთხოვოთ ტრიბუნიდან ის, რასაც სამწუხაროდ, სოცქსელებში უფრო აქტიურად ახერხებთ. უშუალო კონტაქტი, ბევრად უფრო დიდი შედეგის მომტანია.




***

მე-6 ტურის ბოლო 2 შეხვერდრაში შემდეგი ანგარიშები დაფქისირდა:

„რუსთავი" - „სიონი" 1-1

„საბურთალო" - „დილა" 2-1

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 6 ტურის შემდეგ, 15 ქულით „საბურთალო" ლიდერობს, სამ გუნდს „დინამო თბილისს", „ტორპედოსა" და ბათუმის „დინამოს" 10-10 ქულა აქვს.

სატურნირო ცხრილი

მომდევნო მე-7 ტურის კალენდარი