
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტურის შემდეგ, ჩვენმა გვერდმა TSFF.GE-მ საჩხერის „ჩიხურაში" მოსალოდნელი სიახლის შესახებ დააანონსა. დღეს კი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურის კალენდარული მატჩის საერთო განაცხადში, აღნიშნული სიახლის შესახებ ოფიციალურად არის გაცხადებული. „ჩიხურას" გაფართოებულ შემადგელობის განაცხადში „დინამო თბილისის" ფეხბურთელი მიხეილ ერგემლიძეა შეყვანილი.
ჩვენი გვერდი, საჩხერის „ჩიხურას" დაუკავშირდა და აღნიშნულის შესახებ კომენტარი სთხოვა, სადაც დაგვიდასტურეს, რომ „დინამო თბილისსა" და საჩხერის „ჩიხურას" შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ერთწლიანი საიჯარო წესით, მიხეილ ერგემლიძე, „ჩიხურას" ღირსებას დაიცავს.
„იყო სხვადასხვა შემოთავაზება. თუმცა, „ჩიხურაზე" არჩევანი მწვრთნელის ფაქტორიდან გამომდინარე გავაკეთე. კარგი იქნება, თუკი „ჩიხურაში" სტარტს გოლით აღვნიშნავ", - ამბობს ჩვენთან საუბარში მიხეილ ერგემლიძე.
19 წლის თავდამსხმელი „დინამო თბილისის აკადემიის" აღზრდილია და ძირითადი გუნდის შემადგენლობაში 2017 და 2018 წლის სეზონებში ითამაშა.
საჩხერის „ჩიხურას" კიდევ ერთი ახალწვეული, გიორგი ფანცულაია, რომელიც 2019 წლის სეზონიდან შეუერთდა გუნდს, სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე თამაშს გამოტოვებს. TSFF.GE-სთან საუბარში, ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ „გაგლეჯილი კუნთის" მკურნალობისთვის მას კიდევ ცოტა დრო დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ საჩხერის „ჩიხურასა" და თბილისის „ლოკომოტივის" შეხვედრით, ხვალ თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტური აიღებს სტარტს. განვლილ, მე-6 ტურში „ჩიხურამ" ბათუმში ფრედ 0-0 ითამაშა, „ლოკომოტივმა" კი „სახლში", „ვიტ ჯორჯიასთან" მინიმალური ანგარიშით 0-1 წააგო.
ტურის დანარჩენი შეხვედრები 7 და 8 აპრილს გაიმართება - იხ. კალენდარი
გათამაშების ცხრილი





ჩვენ








