
თბილისის გრან პრის შემდეგ, მსოფლიო ძიუდოს ელიტის ნაწილმა ანტალიაში გადაინაცვლა. თურქეთში მიმდინარე ტურნირის პირველი ოქრო 21 წლის ლუკა მაისურაძის სათვალავშია.
ლუკა მაისურაძე (-81კგ) ანტალიის გრან პრის გამარჯვებული გახდა.ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში იტალიელი კრისტიან პარლატი იპონით დაამარცხა. მანამდე ნახევარფინალში სძლია ოლიმპიურ ჩემპიონს რუსეთის წარმომადგენელს ხასან ხალმურზაევს, ხოლო მეოთხედფინალში - ოლიმპიურ პრიზიორს კანადელ ანტუან ვალუა-ფორტიეს. 21 წლის ლუკა მაისურაძემ კარიერაში თავისი პირველი გრან პრი მოიგო.
ამ დღეს, კიდევ ერთი ქართველი ავიდა კვარცხლბეკზე - ბაგრატ ნინიაშვილმა (-66კგ) ანტალიის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
***
პირდაპირი რეპორტაჟი და შედეგები შემდეგ ბმულზე ონლაინ რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ: https://live.ijf.org/
7 აპრილი - ქალები: -78კგ, +78კგ. კაცები: -90კგ, -100კგ, +100კგ.
წინასწარი შეხვედრები 5 აპრილს 11:00-ზე დაიწყება, 6 და 7 აპრილს - 11:30-ზე.
ფინალური ბლოკის დასაწყისი 18:00.
***
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
-60კგ - ჯაბა პაპინაშვილი, ირაკლი კუპატაძე
-66კგ - ბაგრატ ნინიაშვილი, ვანო მახათაძე
-73კგ - გიუნაშვილი ლაშა, შავდათუაშვილი ბექა
-81კგ - ლუკა მაისურაძე, ვლადიმერ ახალკაცი
-90კგ - გიორგი პაპუნაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი
-100კგ - ზაურ კენჭაძე
+100კგ - ლევან მატიაშვილი, გიორგი ქავთარაძე
-48კგ - ნატალია ყიფშიძე
-52კგ - ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი
-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი, მარიამ ჯანაშვილი
-70კგ - მარიამ ჭანტურია
+78კგ - სოფიო სომხიშვილი





ჩვენ








