
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ოფიციალური ცნობით, 5-7 აპრილს, თურქეთში, ანტალიაში გამართული გრან-პრის გუნდური გამარჯვებული საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გახდა. საქართველოს ნაკრებმა ანტალიის გრან პრიზე 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა და ქალთა საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
ტურნირის ბოლო დღეს 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.
ანტალიის გრან-პრის ბოლო დღეს ქართველებს ორი ოქროს მედლის მოგების შანსიც ჰქონდათ თუმცა, ამ ჯერზე გიორგი პაპუნაშვილიც (-90კგ) და ლევან მატიაშვილიც (+100კგ) მხოლოდ, ვერცხლის მედალებს დაყაბულდნენ.
შეგახსნებთ, რომ ერთადერთი ოქრო ანტალიის გრან-პრიზე, -81კგ-მდე წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე მოიპოვა. ანტალიური ოქრო, ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენის კარიერაში პირველი წარმატებაა გრან-პრის სერიებიდან.
ამვე ტურნირზე კიდევ ერთი ქართველის- ბაგრატ ნინიაშვილის (-66კგ) ანგარიშზე ანტალიური ბრინჯაოა.
***
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ანტალიის გრან-პრიზე:
-60კგ - ჯაბა პაპინაშვილი, ირაკლი კუპატაძე
-66კგ - ბაგრატ ნინიაშვილი, ვანო მახათაძე
-73კგ - გიუნაშვილი ლაშა, შავდათუაშვილი ბექა
-81კგ - ლუკა მაისურაძე, ვლადიმერ ახალკაცი
-90კგ - გიორგი პაპუნაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი
-100კგ - ზაურ კენჭაძე
+100კგ - ლევან მატიაშვილი, გიორგი ქავთარაძე
-48კგ - ნატალია ყიფშიძე
-52კგ - ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი
-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი, მარიამ ჯანაშვილი
-70კგ - მარიამ ჭანტურია
+78კგ - სოფიო სომხიშვილი





ჩვენ








