
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტზე იტალიასთან დამარცხდა 69-71. შეიძლება ითქვას, დამარცხდა პირველი მეოთხედის შემდეგ. სამწუხაროდ, იტალიელებისთვის, დღეს მიცემული „ფორა", ის კრიტიკული ზღვარი გამოდგა, რომლის დაძლევა ზუროსის გუნდს გაუჭირდა, ალბათ, არგამართლებასთან ერთად. ბოლო წამებზე, ჯერ დღევანდელი შეხვედრის გმირს, მაიკლ დიქსონს შეეძლოა 3 ქულიანით თავი დაგვეზღვია, შემდეგ კი კაპიტანს, ზაზა ფაჩულიას ცოტა დააკლდა, რომ ოვერტაიმში არ გადავიდა თამაში.
„მნიშვნელოვანი თამაში იყო. იტალია კარგი გუნდია, ჰყავს ძალიან ბევრი ძლიერი მოთამაშე. გუშინ, ჩვენ შევძელით თამაში ოვერტაიმში გადაგვეყვანა, მაგრამ დღეს ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც სამწუხაროდ დაგვიტრიალდა. მინდა ავღნიშნო და გულისხმიერება გამოვთქვა, ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ ტურნირისთვის მოგვამზადა - სამწვრთნელო შეკრებებიდან დღემდე. ამაში, ძალიან დიდი ჯაფა ჩაიდო. ეს იყო უდიდესი გამოცდილება ჩემთვის და ბიჭებისთვის. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ვითამაშებ ამ გუნდთან ერთად" - ამბობს მაიკლ დიქსონო მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.
იტალია-საქართველოს შეხვერის დასაწყისის, დაახლოებით 2 წუთი მშრალად მიმდინარეობდა. პირველი ბურთის ჩაგდება, მხოლოდ შეხვედრის დაწყევიდან 1 წუთისა და 45 წამის შემდეგ ჯიჯი დატომემ შესძლო. ქართველ კალათბურთელებს კი პირველ პერიოდში თამაში აშკარად არ წაუვიდათ. ზუროსის ბიჭებმა შეცდომები დაუშვეს დაცვაში. იტალიელი ბელინელი კი, რომლის ნეიტრალიზებასაც ქართველები თამაშამდე გეგმავდნენ, შეუჩერებელი იყო. სკუადრამ პირველი მეოთხედი 27-10 მოიგო.
საბედნიეროდ, რადიკალურად განსხვავებული გამოვიდა მეორე პერიოდი. ძირითადად დაცვაში კარგი თამაშის წყალობით, ქართველებმა, მოახერხეს და ამ მეოთხედის მოგება 9 ბურთიანი სხვაობით 20-11, თუმცა ტაიმი ჩვენებმა 8 ქულით, 30-38 მაინც წავაგეთ.
მეორე ტაიმის დაწყებამდე საქართველოს ნაკრებში 11 ქულითა და 4 მოხსნით გიორგი შერმადინი ლიდერობდა, 9 ქულაა დიქსონის ანგარიშზე იყო. აღსანიშნავია, მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც ტრავმის შემდეგ, დიდად ვერ იყო იმ ფორმაში, რომელსაც მანუსგან დაჩვეულები ვართ, თუმცა ბოლო ორი თამაშია, მარკოიშვილი პატარა სასწაულებს ახდენს. მიკერძოებაში არ ჩამოგვეთვლება, მაგრამ მარკოიშვილი, მიმდინარე ევრობასკეტზე საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, ჯერ მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე.
მესამე და მეოთხე პერიოდებში და მთლიანად მატჩშიც, იტალიელებმა ბევრი მომენტი გვაჩუქეს, მაგრამ თითქოს „ციდან ჩამოვარდნილი" ტექნიკურების ხარჯზე, ეს „საჩუქრები" გავაბათილეთ. მე-3 მეოთხედში იტალიელები 12 ქულითაც დაწინაურდნენ. პერიოდიც იტალიელების გამარჯვებით ანგარიშთ 17-20 დასრულდა. მატჩში ანგარიში კი, ამ მომენტისთის 47-58 დაფიქსირდა.
დაძაბული გამოდგა მეოთხე პერიოდი. იტალიელები, ბოლო მეოთხეშდი 14 ქულით ახერხებენ ისევ წინ გასწვლას. ამ მეოთხედში ზუროსიც და ალბათ, გულშემატკივარიც მთავარ აქცენტს დიქსონზე აკეთებს, რომელიც მატჩის დასრულების შემდეგ, დღეს ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი იქნება. მითუმეტეს, რომ თორნიკეს შენგელიასა და დუდა სანაძეს, დღეს უბრალოდ არ უმართლებლდათ. მართლაც, დიქსონის 3-ქულიანმა ისევ იმედი ჩაგვისახა და ანგარიში 63-65 გახდა. ამის შემდეგ, იტალიელებმა ორქულიანი ჩააგდეს. მატჩის დასრულებამდე წუთით ადრე კი, დიქსონმა კვლავ სამქულიანი ჩააგდო და საქართველო 68-67 დაწინაურდა. თუმცა ამის შემდეგ, ქართველები მხოლოდ, 1 ბურთის ჩაგდებას ახერხებენ საჯარიმოდან, იტალია კი 3 ქულას იმატებს. საბოლოოდ, 71-69 იმარჯვებს და მესამე ადგილით B ჯგუფში ევრობასკეტის მომდევნო ეტაპზე გადის.
„უპირველესად, მინდა მივულოცო ჩემს მოთამაშეებს. მე მართლა ვამაყობ, იმ სამუშაოთი, რაც ბიჭებმა შეასრულეს, ერთი დღით ადრე. დღეს, დაგვაკლდა ენერგია და ეს პირველივე წუთებში გამოჩნდა. ეს ბუნებრივიაა, რადგან დაახლოებით 18 საათში მოგვიხდა დღევანდელი შეხვედრის ჩატარება. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი თამაში იყო, მაგრამ წავაგეთ", - ამბობს ილიას ზუროსი მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი დიქსონი იყო - 29 ქულით. შენგელიამ -12, შერმადინმა - 11, ფაჩულიამ - 9, სანაძემ - 5, მარკოიშვილმა 3 ქულა დააგროვეს.
ახლა, საქართველოს ნაკრების ბედი მთლიანად ისრაელისა და უკრაინის მატჩზეა დამოკიდებული, რომელიც ამ წუთებში თელ-ავივ არენაზე მიმდინარეობს.





ჩვენ








