
მეორედ, 2018 წლის შემდეგ ჭიათურამ კლდეზე ცოცვის ფესტივალს „იკას დღეს" უმასპინძლა. კვირას, 7 აპრილს, ჭიათურის რაიონის სოფელ სვერში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან - თბილისიდან, ქუთაისიდან და ჭიათურიდან 60-მდე სპორტსმენი შეიკრიბა. ფესტივალის მონაწილეთა შორის იყვნენ ახალბედა-დამწყები და პროფესიონალი მეკლდეურებიც.
„იკას დღე" ომანში დაღუპული ქართველი მეკლდეურის ირაკლი გრამატოპულოს ხსოვნას. ფესტივალის ორგანიზატორების მიზანია საქართველოში მეკლდეურობის პოპულარიზაცია, ამ სპორტის განვითარება და უსაფრთხოების ნორმების დანერგვა.
აღნიშნული ფესტივალის, „იკას დღე"-ს ორგანიზატორები ქართველ მეკლდეურთა კლუბი "GCC" არის და ირაკლი გრამატოპულოს ფონდი „იკარუსი" არიან. ფესტივალმა საუკეთესო შედეგის მქონდე 7 გამარჯვებული, სიგელებით, ფულადი ვაუჩერებითა და საცოცი დარბაზის აბონიმენტებით დააჯილდოვა.
გოგონებს შორის საპრიზო სამეული ასე გამოიყურება:
1. სალომე მეშველიანი
2. მარიამ კიწმარიშვილი
3. სოფო მიმინოშვილი
ვაჟები:
1. გიგა ჯანხოთელი
2. თემო სამსონაძე
3. გიორგი ნადარეიშვილი და ლევან ცივაძე
ფესტივალის სპონსორები იყვნენ: მაღაზია „მოგზაური", „რედბული", „Mountain Travel Agency - MTA", საქართველოს მთასვლელთა გაერთიანებული ფედერაცია საცოცი დარბაზი, S.K Lucky, DHL, „გეოგრაფიკი", Nika Vacheishvili's Marani, საქართველოს მეკლდეურთა ეროვნული ფედერაცია.





ფოტოები მოგვაწოდეს ტურნირის ორგანიზატორებმა





ჩვენ








