
დღეს, ბათუმში მიმდინარე ევროპის პირველობაზე ქართველმა სპორტსმენმა, გოგა ჩხეიძემ მორიგი მედალი შემატა ქართველთა ნადავლს. თუმცა, მანამდე გოგა ჩხეიძემ ატაცში 23 წლამდელთა ევროპის რეკორდი დაამყარა. ბათუმში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე ქართველმა ძალოსანმა სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა (132, 136, 139) და ევროპის რეკორდს ერთი კილოგრამით გადააჭარბა. გოგა ჩხეიძემ ატაცში მეოთხე ადგილი დაიკავა და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის სარეიტინგო ქულებიც მოიპოვა.
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ოფიციალური გვერდის ცნობით, ქართველმა ძალოსანმა 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში აკვრაში 169 კილოგრამის დაძლევით ვერცხლის მედალი მოიპოვა, ორჭიდის ჯამში დაგროვილი 308 კილოგრამით კი ბრინჯაო დაისაკუთრა. გარდა ამისა, ატაცში მესამე მისვლაზე 139 კილოგრამის დამორჩილებით 23-წლამდელთა ევროპის რეკორდი დაამყარა. მართალია, გოგა ჩხეიძის მიერ დამყარებული რეკორდი იტალიელმა მირკო ზანიმ კილოგრამით გააუმჯობესა და შემდგომ თავისივე რეკორდიც დაამხო, მაგრამ ქართველს რევანშის საშუალება აკვრაში და ორჭიდის ჯამში მიეცა, სადაც ამჯერად უკვე თავად დაამხო რამდენიმე წუთით ადრე იტალიელის მიერ დამყარებული 23-წლამდელთა რეკორდები როგორც აკვრაში (163 კგ), ისე ორჭიდის ჯამში (305 კგ), შესაბამისად 169 და 308 კილოგრამებით.





ჩვენ








