#მადლობათავისუფლებისთვის
#მადლობათავისუფლებისთვის
09.04.2019
ავტორი:

საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა" ტრადიცია, არც დღეს დაარღვია და 1989 წლის 9 აპრილის მომხდარი ტრაგედიიდან 30 წლის შემდეგ, ძირითადი გუნდი სრული შემადგენლობით, „დინამო თბილისის" საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელობასთან და აკადემიის ფეხბურთელებთან ერთად თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილი მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„განცდა - თავისუფლების შეგრძნებაა, რადგან ის ხალხი და 1989 წლის 9 აპრილს დატრიალებული ტრაგედია, არის ტკივილიც და სიამაყეც. რომ არა, ის დღე, არ იქნებოდა თავისუფლება. დღეს, ამ თავისუფლებისთვის შეწირული ხალხის პატივსაცემად მოვედით აქ. უდიდესი გრძნობა არის, უდიდეს სიამაყე. რომ ისინი არა, ჩვენ დღეს ასე, ვერ ვიქნებოდით. ვერ ვიამაყებდით თავისუფლებით",  - ამბობს გუჯა რუხაია, „დინამო თბილისის" კაპიტანი, 9 აპრილი მემორიალთან.

70-იანი წლების ბოლოსა და მთელი 80-იანი წლებში, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც თბილისურმა საფეხბურთო კლუბმა „დინამომ" 1981 წელს, უეფას თასების მფლობელთა თასი მოიგო, ეს სახელი, თავისუფლებასთან და თვითმყოფადობასთან ასოცირდებოდა. „დინამო არენა" კი, ის ადგილი იყო, სადაც თამაშებზე სრულიად საქართველო იყრიდა თავს.

1989 წლის 9 აპრილის შემდეგ,  პირველი რუსული კლუბი, რომელიც  საქართველოში და კერძოდ, თბილისში ჩამოვიდა მოსკოვის „სპარტაკი" იყო. „დინამო სტადიონის" გადაჭედილი ტრიბუნების თვალწინ კახა ცხადაძისა და კახა გოგიჩაიშვილის გოლებით დინამოელებმა სსრკ-ს თასის ¼ ფინალური შეხვედრა 2-0 მოუგეს მოსკოვის „სპარტაკს". 1989 წელი იყო ბოლო წელი, როდესაც „დინამო თბილისმა" სსრკ-ს ჩემპიონატი ითამაშა.


#მადლობათავისუფლებისთვის #9აპრილი  #დინამოთბილისი