ახალი მწვრთნელით „სიონის“ წინააღმდეგ
ახალი მწვრთნელით „სიონის“ წინააღმდეგ
10.04.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურს თბილისის „ლოკომოტივი" ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩაატარებს. რამდენად, ფეხბედნიერი გამოდგება თბილისის „ლოკომოტივში"  ეს  ცვლილება, 12 აპრილს, „სიონთან" დაპირისპირებაში გამოჩნდება.

2019 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის არასტაბილური სტარტის შემდეგ კი, კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი შეცვლა და ლაშა ჭაღიაშვილის ნაცვლად, ეს მოვალეობა ლევან კორღალიძეს დაავალა. ახალგაზრდა სპეციალისტი „ლოკომოტივში" 2018 წლის ზაფხულიდან, ლაშა ჭაღიაშვილის ასისტენტად მუშაობდა. პარალელურად კი, ლოკომოტივის 15-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელიც იყო. 

„ლოკომოტივის" ოფიციალურ გვერდზე გავცრელებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის კრისტალ ბეთ ეროვნული ლიგის სეზონში არადამაჯერები თამაშისა და არასასურველი შედეგების გამო, კლუბმა მთავარი მწვრთნელის შეცვლა გადაწყვიტა. ლაშა ჭაღიშვილმა ლოკომოტივი 2018 წლის სეზონის წინ ჩაიბარა. ამ პერიოდში ჭაღიაშვილის გუნდმა 44 ოფიციალური მატჩი ჩაატარა აქედან 14 მოიგო, 9 ფრედ დაასრულა ხოლო 21 შეხვედრა დათმო. 2018 წლის ეროვნული ლიგა ლოკომოტივმა მე-6 პოზიციაზე დაასრულა.

მოჰყვება თუ არა ცვლილებები მთავარი მწვრთნელის ცვლილებას და დაემჩნევა თუ არა ეს გუნდის სასტარტო შემადგენლობას ეს 12 აპრილს, 21 საათზე, თბილისში, „მიხეილ მესხი-2" გამოჩნდება.