
საუკეთესო ფორმაში მყოფი, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, ევრობასკეტი 2017-ის ოფსაიდში დარჩა. ქართველების ბედი, B ჯგუფის მასპინძელმა ქყევყანამ, ისრაელმა რამდენიმე წუთის წინ გადწყვიტა, მას შემდეგ, რაც 24-ქულიანი სხვაობით 88-64 უკრაინასთან განადგურდა.
უკრაინელებმა, რომლებიც, ევროპის ჩემპიონატის აუტსაიდერებად იყვნენ მიჩნეულნი, ჯგუფურ ეტაპზე, ქართველების მსგავსად, მხოლოდ 2 შეხვედრის მოგება შესძლეს. თუმცა ამ ორიდან ერთი, საქართველოს ნაკრებს მოუგეს. სწორედ, საქართველოსთან ანგარიშით 88-81 გამარჯვება გახდა უკრაინელებისთვის ევროპის ფინალურ ციკლში საგზურის წინაპირობა. ქართველები 2 და 3 სექტემბერს, დაუგეგმავი მარცხის გამო, სამშობლოში 7 სექტემბერს სახლში ბრუნდებიან.
უკრაინა, 9 სექტემბერს, სტამბულში, „სინან ერდემ არენაზე" იგორ კოკოშკოვის სლოვენიის ნაკრებს შეხვდება. კოკოშკოვის გუნდმა A ჯგუფში 5 შეხვედრიდან ყველა მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ევრობასკეტ 2017-ზე, ჩვენი ჯგუფიდან გასული გუნდები, რომლებიც ასევე 9 სექტემბერს იასპარეზებენ ასე დაწყვილდნენ: გერმანია - საფრანგეთი, ფინეთი - იტალია და ლიტვა - საბერძნეთი.
შეგახსენებთ, რომ ევროპის მომავალი ჩემპიონატი ფიბა-ს გადაწყვეტილებით წელს ბოლოჯერ ჩატარდა ამ სახით და მომდევნო ევრობასკეტი მხოლოდ 4 წლის შემდეგ, 2021 წელს გაიმართება. შესაბამისად, ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებს, სავარაუდოდ ერთად აღარ მოუწევს თამაში. თუმცა, ვიდრე ჩვენს ნაკრებში თაობათა ცვლა მოხდება, უკვე 2017 წლის ნოემბერში ქართველი კალათბურთელები, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში დაიწყებენ ასპარეზობას.
ქართველები 2017 წელს 24 ნოემბერს, გერმანიაში გამართავენ G ჯგუფის პირველ თამაშს. 27 ნოემბერს, ასევე გასვლაზე, სერბებს დაუპირისპირდებიან. 2018 წლის 22 თებერვალს ავსტრიაში ბოლო გასვლას ითამაშებენ, ამის შემდე კი ქართველებს სამი შეხვედრა სახლში აქვთ ჩასატარებელი: 25 თებერვალს - გერმანიასთან, 29 ივნისს - სერბეთთან და 2 ივლისს ავსტრიათან.
და ბოლოს, მოკლედ თუ შევაფასებთ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს აღსანიშნავია, რომ მთელი ჯგუფური ტურნირი ორმა საკვანძო კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ და გიორგი ცინცაძემ ტრავმირებულებმა ითამაშეს. ევრობასკეტამდე გუნდს დააკლდა ვიქტორ სანიკიძე და ბექა ბურჯანაძე. ილიას ზუროსის განკარგულებაში, მხოლოდ 6 გამოცდილი მოთამაშე და ნაკრების სათადარიგოები დარჩნენ. თუმცა, 31 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით, ამ შემადგენლობით ზუროსის გუნდმა ხუთიდან, ორ შეხვედრაში გამარჯვება მოახერხა. აქედან, ერთ-ერთში ევროპის უძლიერესი გუნდი, ლიტვა დაამარცხა. თუ მოსამზადებელ ციკლსაც ჩავთვლით, ეს, ზედიზედ მეორედ 2 თვეში მოხდა. ბუნებრივია, იყო შეცდომები, მაგალითად ჩავარდნები რიგ მომენტებში დაცვის ხაზში, „დაკარგვები", რომელებსაც უკვე ცივ გონებაზე გააანალიზებენ, მანამდე კი, ამ გუნდმა, ამ შემადგენლობით საქართველოს რიგით მეოთხე ევროპის ჩემპიონატზე, ყველაზე შთამბეჭდავი წარმოდგენა დატოვა.





ჩვენ








