
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტნისთვის, ზაზა ფაჩულიასთვის, გუშინდელი დღე, სამი მომენტი მომენტის გამო აღმოჩნდა მნიშვნელოვანი. პირველი შვილის ნუცას დაბადება იყო - ზაზა მეოთხეჯერ გახდა მამა. თუმცა, ამ სასიხარულო დღეს, ზაზასთვის, სანაკრებო კუთხით, არც თუ სასიამოვნო, თუმცა შეიძლება ითქვას, მოსალოდნელი გაგრძელება ჰპოვა. ჯერ საქათრველოს ნაკრებმა იტალიელებთან, ევრობასკეტის ჯუფიდან გადსასვლელი ბოლო შეხვედრა წააგეო, შემდეგ, კი სანაკრებო კალათბურთიდან წასვლა გადაწყვიტა, რის შესახებაც გვიან ღამითვე გავრცელდა ინფორმცია სოციალური ქსელებით. თუმცა, ნაკრებში კარირის დასასრული შესახებ, კაპიტანმა, მხოლოდ დღეს დილით გააკეთა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განცხადება:
„ძალიან რთულია დატოვო ის, რაც მრავალი წელი შენ ბიჭებთან ერთად მხრებით მოიტანე. B დივიზიონიდან ევროპამდე არ იყო მარტივი გზა დამეთახმებით. 17 წლის განმავლობაში იყო მრავალი წარმატება, წარუმატებლობაც, ყოველთვის უკეთესის მოლოდინი, მაგრამ ეს არის ის რაც ჩვენ გამოგვიდა და დანარჩენს დიდი იმედი მაქვს მომავალი თაობები გააგრძელებენ. ძალიან მინდოდა სხვანაირი დასასრული, მაგრამ სამწუხაროდ ტრავმამ მეტის საშუალება არ მომცა, მაგრამ სურვილი და გამარჯვების ჟინი არასდროს დამიშურებია. ყველაზე ძალიან გული მწყდება გულშემატკივარზე, რომლის თანადგომას ეს ნაკრები ყოველთვის გრძნობდა და პირადად მე ჩემი კარიერის განმავლობაში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს. თქვენ უფრო დიდ სიხარულს იმსახურებდით და კვლავ მომავლის იმედით . ახლა კი მშვიდობით ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება. მადლობა! - წერს ზაზა ფაჩულია.
ეროვნული საქართველოს ნაკრები ისრაელიდან დღეს ბრუნდება. ზაზას ახლა, საქართველოსთან, პროფესიული - საკალათბურთო თვალსაზრისით, დიდუბეში მდებარე საკალათბურთო აკადემია დააკავშირებს,, რომელიც 2016 წელს დააფუძნა და სადაც ქართული კალათბურთის ახალი თაობის აღზრდით არიან დაკავებულნი. ბოლო დროის ყველაზე პუპულარული ქართველი „ცენტრი" კი „გოლდენ-სტეიტ უორიორსის" შემადგენლობაში გააგრძელებს საკლუბო კარიერას.





ჩვენ








