„დინამო თბილისი“ დარასელიას ტურნირის გამარჯვებულია
„დინამო თბილისი“ დარასელიას ტურნირის გამარჯვებულია
21.04.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„დინამო თბილისის" აკადემიაში, ტრადიციული, ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის დასკვნითი დღე ემოციურად დაძაბული და საინტერესო გამოდგა. თამაშები დილის 10 საათიდან დაიწყო და ტრადიციულად, ყველა ადგილი გათამაშდა.




ვიტალი დარასელიას თასის ფინალში "დინამო თბილისის აკადემიის" გუნდმა, იტალიურ "ემპოლის" უმასპინძლა. ისევე, როგორ ამ ტურნირში მონაწილე სხვა იტალიურ კლუბებსაც ("ემპოლიმდე", "ინტერი" და "ჯენუა" იყვნენ აქ) ამ გუნდსაც ძალიან უნდოდა თავისი უპირატესობის ჩვენება და ბუნებრივია, გამარჯვებაც. თუმცა, ტუნრინის პირველი დღიდან, ფეხბურთის სპეციალისტები გამარჯვებას ვახტანგ იაგორაშვილის გუნდს უწინასწარმეტყველებდნენ. მოწესრიგებული, მობილიზებული, კონცეტრირებული - ამ ტურნრის ისტორიაში, სწორედ "დინამო თბილისის" ეს გუნდი იმსახურებდა ყველაზე მეტად მოგებას. ფინალურ შეხვედრაში, რომელიც ბოლო წამებამდე დაძაბულად და საინტერესოდმ თუმცა, ქართველთა უპირატესობით წარიმართა,  ერთად-ერთი გოლი გავიდა 23-ე წუთზე და მისი ავტორი ჯადული იობაშვილი იყო. ფეხბურთელი, რომელმაც ერთი წლით ადრე, ამავე ტურნირზე, შედარებით უფროსი ასაკის გუნდთან იასპარეზა და ტურნირის აღმოჩენა გახდა. "დინამო თბილისმა" 1-0 , ჯადულის გოლის წყალობით გაიმარჯვა და დარასელიას ტურნირის 4 წლიან ისტორიაში, ფინალში თამაშის მესამე მცდელობიდან ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას სახელობის თასი, თბილისში დატოვა.



"დინამო თბილისი": ლუკა ჯოჯუა, დავით გოგოტიშვილი, სანდრო გაფრინდაშვლი, საბა ხვადაგიანი, გიორგი ჩხეტიანი (ნიკა გოგებაშვილი 70), ლუკა გაგნიძე, საბა გეგიაძე, ომარ თოდუა (ნიკა შიოლაშვილი 41), ჯადული იობაშვილი, გიგი აბუაშვილი, შოთა კვერენჩხილაძე (მუხრან ბაგრატიონი 75)

ამ დღეს არ უთამაშიათ: პაპუნა ბერუაშვილს, ლუკა ჯანაშიას, ლევან კობახიძეს, ლუკა ლაცაბიძეს, ანრი როსიპერის და რატი ხუტიაშვილს.




ფინალურ შეხვედრამდე „დინამოს აკადემიაში" კიდევ რამდენიმე მატჩი გაიმართა.

მე-7-8 ადგილებისთვის ერთმანეთს „ბრაგა" და „ციურიხი" შევხდნენ. ცივი ამინდის მიუხედავად, პორტუგალიელებს არ გასჭირვებიათ, შვეიცარიელების დამარცხება ანგარიშით 4-1.

მე-5-6 ადგილებისთვის ერთმანეთს „დინამო კიევი" და „ვულვერჰემფთონი" შეხვდნენ. გამარჯვებულმა კიეველებმაც, ტურნირის ბოლო მატჩში ოთხი გოლი გაიტანეს და 4-0 გაიმარჯვეს.




უშუალოდ ფინალამდე გაიმართა მატჩი მე-3 ადგილისთვის.  სფფ-ს აკადემიის გუნდმა, შეხვედრის ბოლო წუთებზე "ფეიენოორდთან" საკმაოდ დაძაბულ და დრამატულ ორთაბრძოლაში მინიმალური ანგარიშით 1-2 წააგო.  შეხვედრა, დაძაბულად და მაღალ ტემპში წარიმართა. ანგარიში ვან დერ ჰეიდენმა გახსნა მე-18 წუთზე, 0-1. 63-ე წუთზე გიზო მამაგეიშვილმა წონასწორობა აღადგინა, 1-1 და შეხვედრა პენალტების სერიისკენ მიდიოდა, რომ არა მატჩის ბოლო წუთზე სფფ-ს აკადემიის კარში დანიშნული 11-მეტრიანი, რომელიც ზუსტად დაარტყა გროენმა და „ფეიენოორდს" ბრინჯაოს მედლები მოუტანა.




დასანანი წაგების მიუხედავად, წელს სფფ-ს აკადემიას, დარასელიას ტურნირზე ნამდვილად კარგი გუნდი ჰყავდა გამოყვანილი. მობილიზებულები, თავშეკავებულები (რაც "ემპოლისთან" მატჩის დროს კარგად გამოჩნდა) და ამაში მათ აღმზრდელებს მიუძღვის წვლილი. სფფ-ს აკადემიის გუნდში თამაშობენ ბიჭები რუსთავიდან, თბილისიდან, გორიდან, ხაშურიდა, დასავლეთ საქართველოდან. ჩვენი გვერდი მომავალში შეეცდება აკადემიის და კონკრეტულად ამ გუნდის შესახებ, უფრო ვრცლადაც გიამბოთ.




სხვათა შორის, როდესაც ფინალური მატჩის მონაწილე "დინამო თბილისის აკადემიის" გუნდი გასახდელიდან გამოვიდა, სფფ-ს აკადემიის კორიდორში მოუხდათ გავლა, სადაც მათ სფფ-ელები წარმატებას და შემარეთებას უსურვებდნენ. თამაშის შემდეგაც, წარმატება მიულოცეს. ტურნირის მსვლელობისას გუნდების, განსაკუთრებით კი, ქართული გუნდების მსგავის დამოკიდებულებაც, ანალოგიური ტურნირების ერთ-ერთი მიზანია, რაც რაოდენ მაღალფარდოვნადაც არ უნდა ჟღერდეს, საბოლოოდ ქართული ფეხბურთის წარმატებისკენ მიდის.

სფფ-ს აკადემია: ლუკა ხარატიშვილი, ბაქარი აბჟანდაძე,  ზურა ზოსიაშვილი, გიორგი პირტახია, ბექა რურუა, ომო მამაგეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი, ჭაბო ლაბაძე, გურამ ფუტკარაძე, საბა სორდია (დიმა ღურწკაია 41), გიორგი გოჩიაშვილი (ლუკა ჭეიშვილი 41)




***

ტურნირის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. ფეხბურთელებმა 9 ნომინაციაში ინდივიდუალური პრიზებიც მიიღეს. დაჯილდოების ცერემონიას, ტურნირის ორგანიზატორებისა და პარტნიორების გარდა სხვადასხვა დროის ლეგენდარული ქართველი, დინამოელები ესწრებოდნენ. საპატიო სტუმართა შორის ვიტალი დარასელიას შვილები ქრისტინა და ვიტალი უმცროსი დარასელიებიც იყვნენ.




საუკეთესო მეკარე - ლუკა ხარატიშვილი (სფფ- ს აკადემია) ოთარ გაბელიამ დააჯილდოვა.

საუკეთესო მცველი - საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი") დავით მუჯირმა დააჯილდოვა.

საუკეთესო ნახევარმცველის ტიტული მატეო ბუკინიმ („ემპოლი") ნოდარ ხიზანიშვილისგან ჩაიბარა.

ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელი სილვან შესი („ციურიხი") გახდა. მან პრიზი ვლადიმერ გუცაევისგან მიიღო.

საუკეთესო ფეხბურთელი დინამოელი ლუკა გაგნიძე გახდა. ჩემპიონი ალექსანდრე ჩივაძემ დააჯილდოვა.

ტურნირის ბომბარდირი 7 გატანილი გოლით „ბრაგას" ფორვარდი მიგელ ფალე გახდა. მან პრიზი რევაზ ძოძუაშვილისგან ჩაიბარა.

საუკეთესო გოლი კიევის დინამოელმა დმიტრო პოლიშჩუკმა გაიტანა. დმიტრო ვიტალი დარასელია უმცროსმა დააჯილდოვა.

ტურნირის აღმოჩენა როტერდამელი მარსინო გონსაგა ვახტანგ ქორიძემ და VTB ბანკის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა - შოთა მაჭავარიანმა დააჯილდოვეს.

მაყურებლის სიმპათიის ტიტული „ვულვერჰემფთონის" ნახევარმცველს ამარი ბრაუნს ერგო. იგი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა - ირაკლი გვილავამ და ავერსი ფარმას გენერალურმა დირექტორმა - ირაკლი ფურცელაძემ დააჯილდოვეს.






„ფეინოორდმა" ბრინჯაოს მედლები ალექსანდრე იაშვილისგან ჩაიბარა.

ვერცხლის მედლები დავით მუჯირმა „ემპოლის" გადასცა.

ოქროს მედლები და ჩემპიონის თასი „დინამო თბილისმა",  რომან ფიფიასგან და ლევან კობიაშვილისგან ჩაიბარეს.




აგრეთვე იხილეთ:

სფფ-ს აკადემია - "ფეიენოორდის" შეხვედრის ფოტო-ალბომი

"დინამო თბილისი" - "ემპოლი" ფოტო-ალბომი

ტურნირის დაჯილდოების ცერემონია ფოტო-ალბომი




ფოტო: თამარ ჯიშკარიანი