
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, დღეს, საქართველოს საკალათბურთო თასისი ფინალი გაიმართა. ფინალურ მატჩში "ტიტებმა" სუპერლიგის შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი და ახლანდელი რეგულარულის მეორეადგილოსანი "მგზავრები", ანგარიშით 85-96 (18-18 20-25 15-29 32-24) დაამარცხა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ "მგზავრებს" ლეგიონერი ჯეიკობ არმსტრონგი აკლდა, თუმცა, არც "ტიტები" ყოფილა ოპტიმალური შემადგენლობით. ძირითადმა ცენტრმა გიორგი შარაბიძემ ტრავმის გამო სეზონი ნაადრევად დაასრულა, ვის არყოფნაშიც ჩინებულად ირჯება სათადარიგო მეფარე გუჯა ბირკაია. თუმცა, „ტიტებიდან" ამ შეხვედრაში გამორჩეული ილია ლონდარიძე იყო.
„ვულოცავ პირველ რიგში ჩვენს გუნდს გამარჯვებას. ძალიან რთული გზა გავიართ ჩემპიონობამდე. ვფიქრობ დღევანდელ შეხვედრაში დავიმსახურეთ მოგება, პირველიდან ბოლო წამებამდე დაცვაში და შეტევაში ძალიან კარგად გავისარჯეთ. ეს გამარჯვება გუნდის თითოეული წევრის დამსახურებაა, კიდევ ერთხელ ვულოცავ ტიტებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას. ეხლა უკვე სუპერლიგის პლეი ოფებისთვის მოვემზადებით", - ამბობს ილია ლონდარიძე.
ლონდარიძემ 20 წუთში 26 ქულა დააგროვა და 11 მოხსნა ჩაიწერა, შესაბამისად ორმაგი დუბლი შეასრულა. ამას გარდა, მან მესამე გუნდის მაისურით შეძლო საქართველოს თასის მოპოვება, ჯამში კი აღნიშნული ჯილდო მეოთხედ მოიგო.
ასევე თასი მეოთხედ მოიგეს აღნიშნული ტროფეი ბესიკ ლეჟავამ და გიორგი შარაბიძემ, რომელიც დღეს, ტრავმის გამო ვერ მონაწილეობდა შეხვედრაში. ზედიზედ მესამედ და ისტორიაში მეოთხედ გახდა თასის მფლობელი თეიმურაზ ბაბუნაშვილი, რომელიც გუნდს 7 ქულით, 2 მოხსნით და 2 პასით შეეწია. გუნდის დღევანდელი სტატისტიკა ასეთია:
კაჰიმ რენსომი 26 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი.
ლუკ მეიერი 19 ქულა, 3 მოხსნა.
ბესიკ ლეჟავა 8 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი.
პირველი პერიოდი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ფრედ 18:18 დასრულდა. მეორე მეოთხედში ტიტებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს და დიდ შესვენებაზე 5 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ. ბრწყინვალე მესამე მეოთხედი შემდეგ, როდესაც „ტიტები" 19 ქულით დაწინაურდნენ სხვაობა ანგარიშში 53-72 შეადგინა და რეალურად, ფინალური შეხვედრის ბედიც სწორედ ამ პერიოდში გადაწყდა. ბოლო, დასკვნით მეოთხედში კი, „ტიტებმა" თამაში მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე და კლუბის არსებობის ისტორიაში, საქართველოს თასს პირველად დაეუფლა. ლაშა გამყრელიძე მესამე მწვრთნელი გახდა, ვინც თასი როგორც მოთამაშის, ასევე მწვრთნელის ამპლუაში მოიგო.
მასალაში გამოყენებული კალათბურთის ფედერაციის ფოტო





ჩვენ








